“ვის ადარდებს, რომ რუსული პასპორტი მაქვს?! გავაგზავნე მონაცემები და…” – როგორ მოხვდა რუსი მუსიკოსი თურქეთთან მატჩზე ქართველი ფანების სექტორში და რას ჰყვება ის

“ვის ადარდებს, რომ რუსული პასპორტი მაქვს?! გავაგზავნე მონაცემები და…” – როგორ მოხვდა რუსი მუსიკოსი თურქეთთან მატჩზე ქართველი ფანების სექტორში და რას ჰყვება ის
რუსი მუსიკოსი საშა ლუკინი თურქეთისა და საქართველოს ნაკრების მატჩს დაესწრო. რუსი ტრიბუნაზე საქართველოს ნაკრების სექტორში მოხვდა, რითაც თავად მუსიკოსიც გაოგნებული იყო.
“თურქეთის ეროვნული ნაკრები გუშინ მასპინძლობდა საქართველოს. მე, რადგან იმ დროს თურქეთში ვიყავი, ბუნებრივია, ასეთ მატჩს ვერ გამოვტოვებდი. ბილეთები გაყიდვის დაწყებიდან სულ რაღაც სამ საათში სრულად გაიყიდა. აბა, როგორ უნდა მოხვდე სტადიონზე? შევდივარ ქართული ბილეთების საიტზე — რაღაც ჩვენი kassir.ru-ის მსგავსზე. ვავსებ ყველა მონაცემს ქართულად, ვწერ, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებს ვგულშემატკივრობ — და ვის ადარდებს, რომ რუსული პასპორტი მაქვს. გავგზავნე მონაცემები შესამოწმებლად და, “ვუალა”, ცოტა ხანში მომდის პასუხი: “გამარჯობა, ალექსანდრე ლუკინ — თქვენ ქართველი ხართ!“ ბოლო წუთამდე ვფიქრობდი, რომ სტადიონთან გამამხელდნენ და სტუმართა სექტორში არ შემიშვებდნენ, რადგან იქ ეწერა, რომ დაშვებულნი იყვნენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები. რა, მე ქართველს არ ვგავარ კი მაგრამ?! კი როგორ არა, ზუსტადაც ვგავარ!) ასე რომ, შევდივარ სტუმართა სექციაში — ყველგან “ტორპედო ქუთაისის“ სტიკერები. სპეციალურად ვაჩვენებ ჩემს ასოს “T”, იმ იმედით, რომ ვინმეს მაინც შევხვდები ან ქუთაისის ფანების მოძრაობას დავაკვირდები. დედაქალაქის „დინამო“ უკვე მინახავს — ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ჩვენთან: არცთუ შთამბეჭდავი მოკლედ, თითქმის არავინ საუბრობს ინგლისურად, „შავებში“ ჩაცმულები (ჰარდკორ ფანები) არ ჩანან, საქართველო აგებს 1–4-ს და კარგავს შანსს ჩემპიონატზე გასასვლელად. თურქები კი, როგორც ყოველთვის, უმაღლეს დონეზე არიან — შიზას, ხმაურისა და პერფორმანსის მხრივ. მთელი სტადიონი ფეხზე დგას და ერთი წამითაც არ ჩერდება. ეს ნამდვილად ყველაზე ძლიერი ფან-კულტურაა ევროპის აზიურ ნაწილში. თამაში გაიმართა იზმიტში, სტადიონზე, სადაც “კოჯაელისპორი” ატარებს საშინაო მატჩებს. დიდხანს ვცდილობდი ყველასთვის ამეხსნა, რომ ოდესღაც იქ ზაზა ჯანაშია ბრწყინავდა, მაგრამ არავინ გაიხსენა. სამწუხაროა, ძმაო არაფერია, წავედით წინ”, – დაწერა ლუკინმა სოციალურ ქსელში.
· ewd mere?