„ვისურვებდი, არ გაიმარჯვოს ტრამპმა“ – თაკო ჩარკვიანი

„კანონისა და სამართლის“ ლიდერი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს:
„სულ ვადევნებ თვალყურს ზელენსკის გამოსვლას. როგორ ღელავს უკრაინელი ხალხი, ნატანჯი და ნაგვემი, პუტინისგან, ამ ტერორისტისგან გაწამებული ხალხი. ამიტომ, ვისურვებდი, არ გაიმარჯვოს ტრამპმა, რადგან მისი მოსალოდნელი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებს რომ წაიკითხავთ, მკვეთრად საუბრობს, როგორ უნდა გადასცეს რუსეთს მ მიწის ნაწილი და როგორ უნდა შეჩერდეს შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის. ამიტომ, ძალიან მეცოდება და ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ქვეყანას, რომელიც საკუთარ თავს ღირსეულად იცავს“…