„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა

„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა. მარჯანიშვილის მოედანზე და კახეთის გზატკეცილზე ახალგახსნილი „დანკინისა“ და „საბვეის“ რესტორნების შემდეგ „ვისოლ ჯგუფი“ თავისუფლების მოედანზე გამორჩეული ერგონომიკის, ფლაგმან ობიექტს გახსნის, სადაც „დანკინთან“ და „საბვეისთან“ ერთად „ვენდისიც“ იქნება წარმოდგენილი.
„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ამერიკული კულტურის გავრცელებასა და დამკვიდრებისთვის 2013 წლიდან ზრუნავს და დღეს „საბვეის“, „ვენდისის“ და „დანკინის“ ლეგენდარული ბრენდების ქვეშ გაერთიანებული 130-მდე რესტორნით, ქვეყნის სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშე და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.
„დღეს თბილისში ერთდროულად 4 ამერიკული რესტორანი, 2 „დანკინი“ და 2 „საბვეი“ გავხსენით, რაც ძალიან შთამბეჭდავი შედეგია. ადგილობრივ სარესტორნო ინდუსტრიაში, „ვისოლ ჯგუფს“ მკვეთრად გამოხატული ლიდერის პოზიცია უჭირავს და მომავალი წლების განმავლობაში ეს პოზიცია კიდევ უფრო გამყარდება. „დანკინის“ ყავა მართლაც გამორჩეულია. რამდენიმე დღის წინ ფისტას ლატე დაემატა ყავის არჩევანს და ვფიქრობ, ყავის გემოვნური თვისებებისა და მუდმივად განახლებადი შეთავაზებების დამსახურებაა, რომ „დანკინი“ განსაკუთრებულად შეიყვარა მომხმარებელმა. „საბვეის“ მსოფლიოში ცნობილი ფრეშ სენდვიჩები, ვრეპები და სალათები კი ჯანსაღი და ახალმომზადებული კერძების მაძიებლებს არჩევანს უადვილებს. ჩვენი მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო და მუდმივად იქნება მომხმარებლისთვის ყოველდღიურად ახალი, საქართველოში დამზადებული კერძებისა და პროდუქტების შეთავაზება. აქვე, მოკრძალებულად დავამატებ, რომ საქართველოს „დანკინსა“ და „საბვეის“ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რესტორნების ერგონომიკა და შესაბამისად მომხმარებლის მიერ მიღებული გამოცდილება სრულიად უნიკალურია და მისი ანალოგი სხვა ქვეყნებში თითქმის არ მოიპოვება“, აცხადებს “ვენდისის”, “დანქინისა” და “საბვეის” აღმასრულებელი დირექტორი გივი გვეტაძე.
“დანკინის“ რესტორნების მთლიან ქსელს ცენტრალიზებული, მაღალტექნოლოგიური საწარმო ამარაგებს, “დანკინის” ავტომატიზებული საწარმო უმაღლესი ხარისხის ფრანგული და გერმანული დანადგარებით არის აღჭურვილი და იგი ყოველდღიურად ახალ, 60-მდე სახეობის პროდუქტს აწვდისამერიკული რესტორნების ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით. „საბვეის“ სენდვიჩები, ვრეები და სალათები მომხმარებლის შეკვეთისას, მისივე პრეფერენციების მიხედვით, უმაღლესი ხარისხის, ინგრედიენტებით მზადდება და ჯანსაღი საკვების მაძიებლებს სწრაფ, გემრიელ და ფართო არჩევანს სთავაზობს.
„ვისოლ ჯგუფმა“ ლეგენდარული ამერიკული ბრენდის „დანკინის“ ქსელის განვითარება საქართველოში 2014 წლიდან დაიწყო. 2020 წელს „დანკინი“ 11.3 მილიარდ დოლარად Inspire Brands Inc -მა შეისყიდა. Inspire Brands Inc-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და 60 სხვადასხვა ქვეყანაში 33,000-ზე მეტრესტორანს აერთიანებს, რომლებიც Arby’s-ის, Dunkin’ -ის, Baskin-Robbins-ის, Buffalo Wild Wings-ის, Jimmy John’s-ის, Rusty Taco-ს, and SONIC-ის ბრენდებით არის წარმოდგენილი.
„Subway International BV-სთან“ მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში“საბვეის” 80 რესტორანს გახსნის.
ახალი რესტორნების ოფიციალურ გახსნას „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე დაესწრო. “საბვეის“ განვითარების ისტორია 1965 წლიდან იწყება. დღეს ლეგენდარული ამერიკული ბრენდი 100-ზემეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი 37000-ზე მეტი რესტორნით დასწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიის ლიდერია.
(R)