„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება

„ვისოლ ჯგუფი“ 100 000 ლარით დაეხმარება ორთაჭალაში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს. არსებული ინფორმაციით, აფეთქება 14 იანვარს, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქებისას კედლები და შენობის ფასადი ჩამოინგრა, რასაც ერთი ადამიანის გარდაცვალება შეეწირა, ათობით ოჯახს კი საცხოვრებლის დატოვება მოუწია.
„ვისოლ ჯგუფი“ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და გამოჯანმრთელებას უსურვებს 25 წლის ახალგაზრდას, რომელიც დღემდე მძიმე დაზიანებების გამო კლინიკაში რჩება.