„ვისოლმა“ განახლებული ბრენდის კონცეპციით თბილისში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

„ვისოლმა“ განახლებული ბრენდის კონცეპციით თბილისში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა ვაჟა-ფშაველას გამზირის #27გ-ში და ამიერიდან საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილებას მომხმარებლებს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, ახალი დიზაინკონცეფციით და სათქმელით – „კეთილი მგზავრობა“ – შეუქმნის.
„“ვისოლი” დაარსების დღიდან ისწრაფვის ქვეყანაში შექმნას საუკეთესო ინფრასტრუქტურა გადაადგილებისთვის, იყოს საქართველოში წარმატებული ბიზნესსაქმიანობის მაგალითი და განხორციელებული ინვესტიციებითა და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნით პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. „ვისოლი“ მომხმარებლების „კეთილი მგზავრობისთვის“ დღეს უკვე ყველა პირობას ქმნის “სმარტთან“, „ვენდისთან“, „დანკინთან“ და მალე უკვე „საბვეისთან“ ერთად მგზავრობისას საჭირო ყველა პროდუქტისა თუ სერვისის შეთავაზებით. ახალი კონცეფციისა და ვიზუალის ავტოგასამართი სადგურებით კი კიდევ უფრო სასიამოვნოს გავხდით ჩვენთან ურთიერთობას. წლის ბოლომდე თბილისში კიდევ ერთი ავტოგასამართი სადგურის განახლებას შევძლებთ და ეტაპობრივად სრული ქსელის ვიზუალური რებრენდინგით „ვისოლი“ ახალ დანაპირებს სრულფასოვნად შეასრულებს.”-აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.