ვისმენთ განცხადებებს, რომ ყველა ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა, თუმცა ბევრი ქვეყანა თავად გადაწყვეტს, ვისგან და რა შეიძინოს – პესკოვი

კრემლში აცხადებენ, რომ, შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, ს პარტნიორები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, განაგრძონ თუ არა რუსული ენერგორესურსების შეძენა.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ნებისმიერი ქვეყანა დაინტერესებულია, რომ შეიძინოს ისეთი სტრატეგიული პროდუქტი, როგორიცაა ენერგორესურსები, უმაღლესი ხარისხით და კონკურენტულ ფასად.
„ჩვენ ვისმენთ ვაშინგტონიდან გაკეთებულ, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს, რომ ყველა ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა. ბევრი ქვეყანა თავად გადაწყვეტს, ვისგან და რა შეიძინოს, რა შედის მათ ეროვნულ ინტერესებში. ნებისმიერი ქვეყანა დაინტერესებულია, რომ შეიძინოს ისეთი სტრატეგიული საქონელი, როგორიცაა ენერგორესურსები, რაც შეიძლება მაღალი ხარისხის და რაც შეიძლება დაბალ ფასად. ამ თვალსაზრისით, რუსული ენერგორესურსები ძალიან კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზარზე. სწორედ ამიტომ არის დაინტერესებული“, – აღნიშნავს პესკოვი.