,, ვისი იმედი უნდა გვონდეს, საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის შესულების თუ სპორტსმენების?” – ზვიად ტომარაძე

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
,,საქართველოს “პარლამენტმა” დრაკონულ კანონებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
რა თქმა უნდა წინააღმდეგი რომ არავინ წავიდოდა მოსალოდნელი იყო, თუმცა იქნებ ვინმემ რაღაც პატარა შესწორება მაინც სცადოს მეთქი, დავუშვათ 60 დღის პატიმრობის ნაცვლად 45 ეთქვა, ან რომელიმე ჯარიმის ოდნავ შემცირების ინიციატივა შემოეთავაზებინა…
არანაირად, ერთხმად მიიღეს ზუსტად ისე როგორც შეუტანეს, შესაბამისად, ძნელია ამ კანტორას პარლამენტი ეწოდოს… თუმცა ვისი იმედი უნდა გვონდეს, საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის შესულების თუ სპორტსმენების, ესენი ხომ ერთადერთი ნიშნით არიან შერჩეულნი, უსიტყვო მორჩილების და მათი მოვალეობა მხოლოდ პულტის ფუნქციის შესრულებაა!“