ვისი გვარები დასახელდა “წულუკიანის კომისიაზე” და დაიბარებენ, თუ არა, ზურაბიშვილს?

დღეს წულუკიანის სხდომაზე მაკა ბოჭორიშვილმა “ლელო -ძლიერი საქართველოს” ლიდერების, ს და ს გვარებთან ერთად, ც დაასახელა და ამტკიცებდა, რომ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ.
მან კიდევ არაერთი გვარი დაასახელა.
ყველას კარგად გახსოვთ, განსაკუთრებით ნაცვლიშვილი, სამადაშვილი ხშირად საუბრობდნენ, რომ საქართველო არის მაჩანჩალა. მე მახსოვს ნაცვლიშვილის ერთი გამოსვლა, სადაც ვეღარ დავთვალე, რამდენჯერ იხმარა შავი ხვრელი. ალბათ, არ შეიძლება არ ითქვას ს ფაქტორი, რომელიც აქტიურად გამოიყენეს იმისთვის, რომ რაღაცნაირად ესეც ინსტრუმენტი გამხდარიყო ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და ის ყოფილიყო ერთადერთი ლეგიტიმური. ინიცირება მსურდა გამეკეთებინა რეზოლუციისთვის, რომელიც “ევრონესტის” ფარგლებში შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. ტექსტი იყო სამ ქვეყანაზე მორგებული – , მოლდოვა, საქართველო. შეეხებოდა სამი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას და რა თქმა უნდა საკმაოდ ძლიერი გზავნილი იყო საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ამ ტექსტს სჭირდებოდა სამი ქვეყნის დელეგაციის თანხმობა ან 10 ხელმოწერა. ქართულ ოცნებას მაშინ იქ ჰყავდა მხოლოდ 5 დეპუტატი დელეგაციაში. მნიშვნელოვანი იყო დელეგაციის სხვა წევრების, ესენი იყვნენ ვაშაძე, წითლიძე, ბოტკოველი და კორძაია, მათი ხელმოწერები, იმისთვის, რომ ეს რეზოლუცია “ევრონესტს” მიეღო და მათთან ორდღიანი თხოვნის და შეთავაზების მიუხედავად, მათ ეს არ გააკეთეს. “ევრონესტის” შეხვედრა დასრულდა იმ რეზოლუციის გარეშე, რომელიც ევროპარლამენტთან ერთად კიდევ ერთხელ იტყოდა საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოზიციონირებდნენ ევროპულ სცენაზე, წერდნენ იმაზე უფრო ცუდ ნეგატიურ ანგარიშებს, ვიდრე ევროკომისია აფასებდა ჩვენს ქვეყანას” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე დაბარება გუშინ არც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არ გამორიცხა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა