ვისთან გვაქვს ბოდიში მოსახდელი? ედიკა კოკოითს უნდა მოვუხადო ბოდიში, თუ ვალოდია პუტინს – ვატო სურგულაძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ წევრი, ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მათგანია, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო ჩართული აგვისტოს ომში და მიიჩნევს, რომ “მას ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი, რადგან დღემდე უწევს ქვეყანას დამოუკიდებლობის დაცვა.“
როდესაც გვეუბნებიან, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ვისთან რა გვაქვს,- ამბობს ის.
“17 წელი გავიდა ომიდან და სამწუხაროდ, გვიწევს ისევ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა, უფრო სერიოზული დაცვა, ვიდრე იმ ბიჭებს, რომლებმაც საქართველოს ღირსება დაიცვეს. როდესაც გვეუბნებიან, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ვისთან რა გვაქვს, ედიკა კოკოითს უნდა მოვუხადო ბოდიში თუ ვალოდია პუტინს. მე ვარ ამ ომის უშუალო მონაწილე, გორშიც კი მომიწია ჩასვლა, როდესაც რუსების მიერ იყო ოკუპირებული. ამიტომ, არც ბოდიშს მოვუხდი არავის და არც ამ ბიჭების ღირსებას შევალახინებ არავის”, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, პოლიციელზე თავდასხმის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდეგო ტარების ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა – პროექტი ე.წ. არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს