ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება | სალომე ზურაბიშვილი

ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა ს შეწყალებას.
„მე აქ არ ვარ მოსული, რომ არც სტალინზე და არც სააკაშვილზე ვილაპარაკო. 7 ნოემბერს ვმონაწილეობდი და ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა. ამაზე სხვა სათქმელი არ მაქვს. მე აქ არავის შეწყალებაზე არ ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვპასუხობ, ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. [პირველი არხი]
შეგახსენებთ, პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ გორში ჩავიდა. პრეზიდენტი EU-ს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ხელმოწერებს აგროვებს.