„ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და ხალხი რას ფიქრობს იმას მოუსმინონ

„ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და ხალხი რას ფიქრობს იმას მოუსმინონ“-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე არადემოკრატიულ ქცევას უწოდებს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარს.
„იმას კი არა საკუთარი დაფინანსებული ენჯეო რას ელაპარაკება და ერთმანეთს რომ აქეზებენ, ხალხს მოუსმინონ, შემდეგ დაბრუნდნენ ბრიუსელში და კეთილი ინებონ, საქართველოს ხელისუფლებას არ ელაპარაკონ ქართველი ხალხის სახელით, რომლის არჩეულიც არის ეს ხელისუფლება. ეს არის ყველაზე არადემოკრატიული ქცევა, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსისგან. ეს არის ის ქცევა, რასაც ჩვენ ვხედავდით მოსკოვისგან, როდესაც ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნა ხდებოდა და ამ ქცევას ახლა ვხედავთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისგან. ამას უნდა დაანებოს ყველამ თავი. ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს. საერთოდ არანაირი წარმოდგენა არ აქვთ რა უნდათ ხალხს და გამოჩნდა კიდეც რაზე დებდნენ ფსონს, როცა მთელი სხეულით შესული იყვნენ წინასაარჩევნო კამპანიაში უცხოელი პოლიტიკოსები, ზოგი დიპლომატი თუ ასე შემდეგ და მიიღეს პასუხი ქართველი ხალხისგან და ახლა დაკმაყოფილდნენ ამ პასუხით“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში