ვისაც სურს ახლა მაინც ავიდნენ მატარებელზე, რომელიც ევროპისკენ მიდის, აქვთ შესაძლებლობა შემოუერთდნენ საქართველოს ხელისუფლებას – შალვა პაპუაშვილი 9 დათქმის შესახებ

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მმართველი გუნდის მიერ ევროკავშირის ცხრა დათქმის შესრულების სამოქმედო გეგმის გასაჯაროების შესახებ ისაუბრა.
პაპუაშვილის თქმით, გამოცდილებამ აჩვენა, რომ მმართველი გუნდის მიერ დასახული გეგმა მუშაობს და ყოველთვის აღწევს შედეგს.
მისივე თქმით, ნებისმიერ ოპოზიციონერს შეუძლია პროცესში მონაწილეობის მიღება, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ.
“გამოცდილებამ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება რასაც დაისახავს გეგმად, იმ გეგმას როცა მიყვება, გეგმა იძლევა შედეგს.
ოპოზიციას ვურჩევ, ახლა მაინც დაფიქრდნენ. მეშინია, რომ კვლავ შეეცდებიან ისტერიას. პირველი რეაქცია, რაც ჰქონდათ სამოქმედო გეგმაზე, ვნახეთ – აბსოლუტური მიუღებლობა, თითქოს ყველაფრის მცოდნეები არიან.
ოპოზიციას უცნაური წარმოდგენა აქვს, სამოქმედო გეგმა ჰგონიათ ჩამოწერილი შედეგები, უკვე რაც უნდა იყოს [შესრულებული], მაშინ ასეთ სამოქმედო გეგმებს რა აზრი აქვს.
ეს არის გახსნილი პროცესი, ვისაც სურს, რომ ახლა მაინც ავიდნენ იმ მატარებელზე, რომელიც ევროპისკენ მიდის, აქვთ შესაძლებლობა, რომ შემოუერთდნენ საქართველოს ხელისუფლებას “, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის