“ვისაც მუხრუჭი არ აქვს, ის სიცოცხლეს კატასტროფით ამთავრებს!” – ლორთქიფანიძე

ოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

ჩვენი ემიგრანტები მთელს ქვეყანას აჭმევენ და ასმევენ, მკვდარ ეკონომიკას ხელოვნურ სუნთქვას უტარებენ და გვაცოცხლებენ, “ქართული ოცნება” კი მათ პრაქტიკულად ხმის უფლებას ართმევს …
ეს მხოლოდ დანაშაული, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე წასვლა, საწინააღმდეგო პოზიციის სისხლისგან დაცლა არ არის.
ხელისუფლება ამორალურად იქცევა და სახელმწიფო საზღვრის მიღმა საქართველოს, პირიქითა საქართველოს ფეხქვეშ თელავს, პირში ბურთს ჩრის, ემიგრანტთა უმძიმეს შრომას აუფასურებს …
ვისაც მუხრუჭი არ აქვს, ის სიცოცხლეს კატასტროფით ამთავრებს!