“ვისაც აინტერესებს, სამშობლოს ღალატი რა არის, შეუძლიათ, ეს ნახონ” – მათიკაშვილი

ოპოზიციის მიერ კონგრესმენებისთვის გაგზავნილ წერილს დავით მათიკაშვილი ეხმაურება და აცხადებს:
საზოგადოების დაკვირვებით ვნახეთ რამოდენიმე მოღალატის ისეთი გამოსვლა შტატების კონგრესში, სადაც ისინი საკუთარ სამშობლოს ღალატობდნენ და თუკი ვინმეს ღალატის თვალსაჩინო მაგალითი აინტერესებს, სახელმძღვანელოებში კითხვა აღარ დასჭირდებათ, შეუძლიათ პირდაპირ ჩართონ და უყურონ აი ამ სცენას. ასევე მეორე ღალატის აქტი, როდესაც იმ მოღალატეობრივ ქცევას აქაური პოლიტიკური პარტიები, რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური ნაცმოძრაობა აწერს ხელს. ეს არის ღალატის თვალსაჩინო მაგალითი და ვისაც აინტერესებს, სამშობლოს ღალატი რა არის, შეუძლიათ, ეს ნახონ. ის, რომ ჩვენს არჩევნებს დააკვირდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი პარტნიორები, ეს ხელისუფლების გაცხადებული პოზიციაა, ოპოზიციიამ რა უნდა ილაპარაკოს. არც მათ არ უნდა დაიბრალონ თავზე ის, რომ საქართველოში დამკვირვებლები ჩამოვლენ და არჩევნებს დააკვირდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის