“ვირცის შეძენაზე უარს ვერავინ იტყოდა” – “ლივერპულის” პრეზიდენტი

“ლივერპულის” პრეზიდენტმა ტომ ვერნერმა ფლორიან ვირცის შესახებ ისაუბრა. “მერსისაიდულმა” გუნდმა გერმანელი ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 116 მილიონ ევროდ დაიმატა, თუმცა ჯერჯერობით 22 წლის ფეხბურთელი იმედებს ვერ ამართლებს.
ვერნერის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ვირცს “ლივერპულში” წარმატებული კარიერა ექნება.
“როცა შანსი გაქვს, რომ ასეთი კალიბრის ფეხბურთელი შეიძინო, უარს ვერასდროს ვერ იტყვი. ფლორიან ვირცი უზარმაზარი ტალანტის მქონე ფეხბურთელია და შესაძლოა, ერთ დღეს “ოქროს ბურთიც” მოიგოს.
დარწმუნებული ვარ, ის ჩვენს წარმატებაში უდიდეს წვლილს შეიტანს”, – განაცხადა ვერნერმა Liverpool Echo-სთან ინტერვიუში.
მიმდინარე სეზონში ფლორიანმა “ლივერპულის” მაისურით ყველა ტურნირზე გამართულ 16 მატჩში თავი 3 საგოლე პასით გამოიჩინა.
“საუკუნის ტალანტია” – პეპ გვარდიოლამ საკუთარი ფეხბურთელი გამოარჩია
“მისი მსგავსი ფეხბურთელი საუკუნეში ერთხელ იბადება” – იურგენ კლოპმა ფლორიან ვირცს რჩევა მისცა
“რა განსხვავებაა ბუნდესლიგასა და პრემიერლიგას შორის?” – ვირცმა ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა
ნუთუ ეს შესაძლებელია – “ლივერპული” პსჟ-ს ვარსკვლავის შეძენას აპირებს
მამარდაშვილის “ლივერპულის” სუპერ ტრანსფერი – სარეკორდო კლუბში და სულ მალე ბრიტანეთშიც
“ბაიერნში” შოკში არიან – ვირცი კარიერას “ლივერპულში “განაგრძობს
“მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ” – ლუის სუარესი
“ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია” – ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
მამარდას “ლივერპულის” სუპერტრანსფერი – “სქაუზერებმა” 150-მილიონიანი გარიგება შეათანხმეს
იაპონელებმა “ლივერპულის” ფეხბურთელი დააჯილდოვეს
უცნაურია – ESPN-მა ლუკა შევალიე წლის საუკეთესო ტრანსფერად დაასახელა