“ვირტუსმა” “რეჯანა” დაამარცხა, შენგელია მატჩის MVP გახდა

იტალიის სერია A-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა”, რომელმაც ბოლონიაში “რეჯანას” უმასპინძლა და დიდი სხვაობით – 69:45 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი მატჩის MVP გახდა.
შენგელიას მსგავსად, 14-14 ქულა დააგროვეს ფრანგმა ესაია კორდინიემ და ამერიკელმა მეტ მორგანმა, თუმცა ქართველ ფორვარდს 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა და საერთო სარგებლიანობის ინდექსით ყველას აჯობა.
“ვირტუსი” 17-7 ბალანსით მე-2 ადგილზეა, თუმცა ლიდერ “ტრაპანისაც” ანალოგიური ბალანსი აქვს, ისევე, როგორც მე-3 პოზიციაზე მყოფ “ბრეშას”. 7 აპრილს “ვირტუსი” “ტრევიზოს” ესტუმრება. მანამდე, 4 აპრილს “ვირტუსი” “ოლიმპია მილანოს”
ევროლიგის იტალიურ დერბიში შეხვდება.
GBF.GE