ვირტუალურ საქართველოს დღეს რეალურმა ქართველებმა შეახსენეს თავი – არც არავისთვის გვიგინებია, არც სიგიჟეები გვიმღერია

ვირტუალურ საქართველოს დღეს რეალურმა ქართველებმა შეახსენეს თავი – არც არავისთვის გვიგინებია, არც სიგიჟეები გვიმღერია
ვირტუალურ საქართველოს დღეს რეალურმა ქართველებმა შეახსენეს თავი, არა მხოლოდ თბილისში – არამედ ჩვენი სამშობლოს მასშტაბით, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, მსვლელობაში მონაწილეებმა, ვირტუალური საქართველოს ყოველდღიურ “ბერიკაობას” რაოდენობრივად ორ საათში აჯობეს. ამასთან, დღეს, მსვლელობაში მონაწილეებს არავისთვის უგინებიათ და არც შეურაცხმყოფელი სიმღერები უმღერიათ.
“ვირტუალურ საქართველოს დღეს რეალურმა ქართველებმა შეახსენეს თავი, არა მხოლოდ თბილისში – არამედ ჩვენი სამშობლოს მასშტაბით. 200 დღის განმავლობაში ვირტუალური საქართველოს ყოველდღიურ “ბერიკაობას” რაოდენობრივად ორ საათში “გადავუჯოკრეთ”. არც არავისთვის გვიგინებია, არც სიგიჟეები გვიმღერია – ვხალისობდით ერთმანეთთან ურთიერთობით და ვლოცულობდით. ძალიან მინდა დღევანდელი საქართველოს კადრები ჩვენს მართლმადიდებელ ძმებსაც ვანახოთ: სერბეთში, რუმინეთში, ბულგარეთში – ნიშნად იმისა, რომ მარტონი არ არიან. ჯო ვილსონსაც გადავუგზავნოთ – ჯანდაბას მაგის თავიც. ნიშნად იმისა, რომ ჩვენთან არს ღმერთი და არა პირიქით. გილოცავთ დებო და ძმებო ოჯახური სიწმინდის დღეს. მოეფერეთ ცოცხლებს, ილოცეთ გარდაცვლილებზე. ჭიქა აუწიეთ დღეს ერთმანეთს,” – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის