ვიოლა ფონ კრამონი – ძვირფასო პრემიერ-მინისტრო კობახიძე, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია – გთხოვთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო , არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს. „რუსულ კანონს“ ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.
ევროპარლამენტარი საქართველოს პრემიერს მიმართავს, „უცხოური აგენტების გავლენის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიონ.
„გთხოვთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი. ევროკავშირი ქართველების სიმამაცით აღფრთოვანებულია და მათ გვერდით დგას”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პარტნიორების შეფასებები ძალიან მძიმე იყო – ერთ-ერთი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ თუ “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება