ვინ ხელმძღვანელობდა დაკავებების სპეცოპერაციას ბათუმში და რას ყვებიან აქციის მონაწილეები

გუშინ ბათუმში მოქალაქეების დაკავების ოპერაციაში უშუალოდ აჭარის პოლიციის ორი მაღალჩინოსანი გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი მათ მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ და არაფრის გამო აკავებდნენ. მათი თქმით, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასაც.
ჩვენ გავხდით იმის თვითმხილველები თუ როგორ ბანდიტურად იქცევიან პოლიციის მუშაკები. ნაცვლად იმისა, რომ ამშვიდებდნენ სიტუაციას, ჰყავთ რაღაც ჯგიფები, რომლებიც პროვოკაციული, შეურაცხმყოფელი ქცევებით ადამიანებს აკარგვინებენ წონასწორობას და შემდეგ მათ აკავებენ. განსაკუთრებით, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ ყველაზე მეტად არაპოლიციურად იქცევა. ეს არის პოლიციელის და ქუჩის ბიჭის ნაზავი ბანდიტის უნარებით, რომელიც უსაშველოდ შეურაცხმყოფელად იგინება, – ამბობს მოქალაქე.
კიდევ ერთი მოქალაქე ყვება, რომ მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ სამართალდამცველებს კითხვა ნიღბებთან დაკავშირებით დაუსვა. ქალს აინტერესებდა, რას ემსახურებოდა ის ფაქტი, რომ პოლიციელები ნიღბებში იყვნენ.
ჯებირთან ახლოს, გაფრთხილების გარეშე დამაკავეს. არაფერს ვაკეთებდი, უბრალოდ, ვიდეოს ვიღებდი. კვლავ ორმაგი სტანდარტი, ორ პოლიციელს ეკეთა ნიღაბი და ჩვენს კანონმდებლობაში, როგორც უკვე ვიცით, შეიტანეს ის, რომ ნიღბის, შლემის ტარება უკვე აკრძალულია და მე უბრალოდ, ერთ-ერთ მილიციელს ვკითხე, „გცივათ?“ პასუხი არ იყო და ირაკლი დგებუაძე გამოვიდა და „მოდი

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის