ვინ შეცვლის ირაკლი შოთაძეს?

ტვ პირველის ინფორმაციით, გენერალური პროკურორის ვაკანტურ პოსტზე მინიმუმ ორი კანდიდატურა უკვე განიხილება. პირველი – ა, მეორე კი ანრი ოხანაშვილი.
წესების მიხედვით, ახალი პროკურორის კანდიდატურაა საპროკურორო საბჭომ უნდა შეარჩიოს და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნოს. თუმცა, ოპოზიციას და მესამე სექტორის ნაწილს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს მხოლოდ ფორმალობაა და ყველაფერს რა თქმა უნდა ოლიგარქი გადაწყვეტს.
ანრი ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ მისი საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა უცხოეთიდან გავრცელებული წერილით ამცნო საზოგადოებას, რომ თანამდებობას ტოვებს. ირაკლი შოთაძემ ირწმუნება, რომ თანამდებიდან ვადაზე ადრე წასვლის მიზეზი ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობაა,
ირაკლი შოთაძე პროკურორის თანამდებობაზე ექვსი წლით იყო არჩეული და ვადის ამოწურვამდე ორი წელი რჩებოდა.