ვინ შეუერთდა პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“?

სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, პოლიტიკურ პარტიებს „ქართული ქარტია“ შესთავაზა. ზურაბიშვილის თქმით, ის ერთგვარი სამოქმედო გეგმაა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა – „ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს“.
პარტიების სია, რომლებიც პრეზიდენტის ქარტიას შეუერთდნენ ასეთია: „ლელო“, „ევროპული საქართველო“, „ახალი“, „გირჩი- მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ სტრატეგია აღმაშენებელი“.
ქარტიას არ შეერთებია „გახარია საქართველოსთვის“.
„გარკვეულ საკითხებზე გვაქვს კითხვები, საჭიროა კომუნიკაცია პრეზიდენტთან და შემდეგ ვიტყვით, შევუერთდებით თუ არა ქარტიას”,“ – აცხადებენ პარტიაში.
საპარლამენტო „გირჩში“ კი აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან მუხლების ნაწილს არ ეთანხმებიან, ნაწილი კი ბუნდოვანია.