ვინ უსმენს ივანიშვილის ოჯახს? – “ჩვენი ტერიტორიიდან არ განხროციელებულა” – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ს მეუღლის შესაძლო აუდიო ჩანაწერებზე პირველ კომენტარს აკეთებს.
კითხვაზე, თუ ვინ უსმენს ეკატერინე ხვედელიძეს, გრიგოლ ლილუაშვილმა თქვა: „ვისაც შეუძლია“.
„ჩვენი ტერიტორიიდან არ განხორციელებულა“,- განაცხადა ლილუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის ასპასუხოდ.
სუსის უფროსს ჩანაწერის ავთენტურობა არ დაუყენებია ეჭვქვეშ.
სკანდალური ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის ცოლი, ეკატერინე ხვედელიძე ქოუჩინგის რუსული კურსის დეტალებს არკვევს. youtube არხზე 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 6 წუთიანი მასალა Cyber Kmara-ს სახელით არსებულმა იმ ანგარიშმა გაასაჯაროვა, რომლის მიერ youtube-ზე ატვირთული 6-ივე ვიდეო ივანიშვილს უკავშირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: აი ამ ახალგაზრდებს მივმართავ. 26 ოქტომბერს სწორედ ის წყდება, რომ დედათქვენის წარმოსახვითი ბედნიერების ტყვეობიდან თავი დაიხსნათ და თავად მოიპოვოთ ბედნიერება თავისუფლებაში