ვინ უერთდება ნაკრებს იდეალურად და პრობლემებით – “კვარას” ამბავი

სანაკრებო შეკრება დაიწყო – მოლოდინით, ოპტიმიზმითა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის სურვილით. ფეხბურთს წინასწარ დანებება არ უხდება და ეს არც ესპანეთის უძლიერეს ნაკრებთან უნდა გავაკეთოთ (იამალის გამოკლება და როდის ტრავმა უმნიშვნელო ამბავი არაა), თურქეთში კი იქნებ საბოლოოდ გაირკვეს ჩვენი ბედი.
“ფურია როხასთან” შაბათს ვთამაშობთ, მანამდე კი გუნდს ძალების აღსადგენად, ტრავმების ბოლომდე მოსაშუშებლად თუ მწვრთნელს ტაქტიკური სქემის დასალაგებლად საკმაო დროა. იქამდე ფეხბურთელების ამჟამინდელ მდგომარეობაზე ვისაუბროთ.
სექტემბრის მატჩებისგან განსხვავებით მთავარი სიახლე და სასიამოვნო ამბავი ისაა, რომ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ეროვნულ გუნდს პრაქტიკითა და დიდ მეტოქესთან დამაჯერებელი თამაშით უერთდება. “ჩელსისთან” იყი ეპიზოდები, რომელმაც ის დრო გაგვახსენა, გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიაში” რომ “ფრინავდა” და ნაკრებში ისე ჩამოდიოდა.
“მამარდამ” თავისი სიტყვა სექტემბერშიც თქვა, მაგრამ იყო ეპიზოდები, როცა “ლივერპულში” ნაკლები პრაქტიკა მასზე მაინც უარყოფითად აისახა.
ესპანეთის წინააღმდეგ ცოტა საქმე არ უნდა იყოს, ამაზე ვთანხმდებით და გიორგიზე მართლაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
საქართველოს ნაკრების ლიდერი, სხვადასხვა მიზეზის გამო, იდეალური კონდიციებით შესარჩევის სტარტს არ შეხვედრია, მაგრან მისი უმაღლესი კლასი ერთხელაც გვაჩვენა. თანაც, კაპიტნის სამკლაურმა კიდევ უფრო მოტივირებული გახადა.
“კვარამ” ახლა ერთი კვირა გამოტოვა, ნაკრებში ტრავმის შემდეგ პირველად უნდა ითამაშოს და შეუძლებელია, ფეხბურთელის თამაშს ეს არ ეტყობოდეს. ამის მიუხედავად, საქმე სთან გვაქვს, ვისგანაც ხიფათს ყველა გუნდი ნებისმიერ დროს უნდა ელოდოს. ეს “კვარაა”, ვისაც ერთი მეურვის ამარა უბრალოდ ვერ დატოვებ.
დანარჩენს ვილი სანიოლი გადაწყვეტს, ესპანეთთან ლიდერის და კაპიტნის (ეს გადაწყვეტილება აღარ უნდა შეუცვალოს) დატვირთვა მის კონდიციებზე, შეხვედრის ანგარიშზე და სხვა ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.
გიორგი მიქაუტაძე უბრალოდ, ბრწყინავს, ერთი კვირის განმავლობაში “იუვენტუსისა” და “რეალის” კარი აიღო და ასეთი ამბები ფორვარდის ფსიქოლოგიაზე გადასარევად მოქმედებს.
ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ “ჟორჟის” მთავარი დადებითი მხარე მომენტების რეალიზებაა, ამის საშუალება კი მას გუნდმა უნდა შეუქმნას.
ის, რომ მიქაუტაძეს გაფრთხილება აქვს და თურქეთთან დაპირისპირების წინ ამ მხრივ საფრთხილო ექნება, ეს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებზე გარკვეულ გავლენას მაინც იქონიებს (მსგავსი სირთულე კაკაკბაძის, მექვაბიშვილისა და ქოჩორაშვილის შემთხვევაშიც გვაქვს).
აქვე შეგვიძლია ოთარ კიტეიშვილის ასევე კარგ ფორმასა (ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა) და მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. “კიტემ” ნახევარდაცვაში თავისი უნდა გაიტანოს და ჩვენი თამაშის კონტროლი და ბურთის შეტევაში წაღება მან უნდა უზრუნველყოს.
ყველაზე მეტად დაცვა გვაღელვებს. გურამ კაშია ბოლო მატჩში “სლოვანის” განაცხადშიც არ ყოფილა და როცა ითამაშა, გამორჩეული შეფასება არ ჰქონია. როგორც სამწვრთნელო შტაბიდან გვესმის, 4-მცველიანი ტაქტიკის გადახედვა არ იგეგმება და გურამს არ ვითარებაში სასტარტოში არ ველით.
კარგია, რომ საბა გოგლიჩიძეს “უდინეზეში” მთლიანი მატჩი მიეცა. ის დამაჯერებელი იყო და შეტევების წამოწყებასაც ახერხებდა.
ლოჩოშვილის დისკვალიფიკაციიდან გამომდინარე, ცენტრალურ მცველად ახლადდაბრუნებულ ლაშა დვალს ვვარაუდობთ. ის იდეალურად თავს სამმცველიან განლაგებაში გრძნობს და ვნახოთ, ეს და მოწინააღმდეგეების ფაქტორი სანიოლის გადაწყვეტილებაზე რამდენად იმოქმედებს.
მარჯვნივ კაკაბაძე უალტერნატივოდ გამოიყურება(ნაკრებში გოლით მოდის), იმის მიუხედავად, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი “ჰამბურგში” მშვენიერია, უკანასკნელ ტურში კი გუნდის გატანილ გოლში დიდი წვლილი შეიტანა.
კარგია, რომ ირაკლი აზაროვს “შახტარში” დრო მიეცა, მაგრამ მარცხნივ გოჩოლეიშვილის გამოყენებაც შესაძლებელია. ესპანეთთან ოთხმცველიან განლაგებაში გიორგის ამის ცუდი გამოცდილება გააჩნია, მაგრამ იმის შემდეგ დრო გავიდა. გუნდში ივა გელაშვილიცაა.
გიორგი ქოჩორაშვილი ნაკრებში ბევრი სათამაშო წუთით ნამდვილად არ მოდის, მაგრამ “ქოჩორას” ჩვენ ნაკრებში დიდი როლი აქვს, მითუმეტეს ისეთ ნახდვარმცველებთან, როგორებიც ესპანეთსა და თურქეთს ჰყავს და მისი საუკეთესო თვისებების გამოვლენის იმედი გვაქვს.
ბუდუ ზივზივაძეს ნაკრებიდან ნაკრებამდე, დისკვალიფიკაციის გამო, ფაქტობრივად, არ უთამაშია და მის კონდიციებზე საუბარი შეუძლებელია.
ნიკა გაგნიძეზე კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ მის ირგვლივ ყველაფერი წესრიგშია და გიორგი ჩაკვეტაძის დანაკლისის ფონზე, მას ბევრი დრო უნდა მიეცეს. სხვათა შორის, ამას ვწერდით სექტემბრის მატჩების წინ, რაც სანიოლმა თურქეთთან დაპირისპირების მეორე ტაიმიდან “დაგვიჯერა.”
დაველოდოთ ინფორმაციებს ნაკრების შეკრებიდან და მეტ დასკვნას შემდეგ გამოვიტანთ.
AS: პსჟ კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში გამოძახებით აღშფოთებულია და მისი გაშვება არ უნდა
იამალი საქართველოსთან ვერ ითამაშებს – დე ლა ფუენტესთვის მნიშვნელოვანი “ჯვაროსნების” დამარცხებაა
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
“საქართველოს ნაკრები სამაგალითოა” – ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
საქართველო VS თურქეთი – მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
[VIDEO] აი, გუნდი – პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად “ბარსელონას”!
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა – მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
დღეს: ქართველი მეკარე “ჩელსის” წინააღმდეგ, ფორვარდი – “რეალის” – “კვარა” არ იქნება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა “დაუძვრე” წაგებას – თურქეთის შემდეგ
“ჩაკვეტაძე რთულ სიტუაციაშია, მას 7 თვეა არ უთამაშია… ბოლო დროს ხაჭაპურსა და ხინკალს ნაკლებად მივირთმევ” – ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
სლოტი: მამარდაშვილი გამორჩეული მეკარეა – გამიკვირდება, თუ ალისონი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება
იამალი საქართველოსთან ვერ ითამაშებს – დე ლა ფუენტესთვის მნიშვნელოვანი “ჯვაროსნების” დამარცხებაა
AS: პსჟ კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში გამოძახებით აღშფოთებულია და მისი გაშვება არ უნდა
მატჩის დღე – ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
“კვარაცხელია შეიძლება “ლილთან” მატჩის განაცხადში მოხვდეს” – Le Parisien-ი AS-ის საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში – გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
“ერთადერთი პოზიტივი ამ მატჩიდან მამარდაშვილი იყო” – როგორ ეხმაურებიან “ლივერპულის” ფანები ქართველი მეკარის თამაშს?
“უფრო ძლიერები დავბრუნდებით” – მიქაუტაძის პოსტი და მიმართვა გულშემატკივარს
“ბარსელონას” იამალის საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გაშვება არ უნდა