ვინ, რატომ, ვისი დავალებით შეიწყალა ყაველაშვილმა? – მედია

ტვ პირველის ცნობით, ციხიდან გათავისუფლებულები თავად ადასტურებენ, რომ შეწყალებაზე განცხადებები არ დაუწერიათ, მათ ციხის უფროსები იბარებდნენ და უკვე დაწერილ ტექსტებზე ხელს აწერინებდნენ.
613 სისხლის სამართლის საქმე გათავისუფლებულთაგან ერთ-ერთი დმანისის პოლიციის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილეა, მისი ძმა აკაკი ზამბახიძე ადასტურებს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და განზრახ უკანონოდ დაკავების ბრალდებით 2021 წელის აპრილში დაკავებული შალვა ზამბახიძე სახლშია.
პოლიციის მაღალჩინოსანი, შალვა ზამბახიძე რეჟიმმა ს ხელმოწერით, ციხიდან 20 იანვარს გაათავისუფლა. მან დაადასტურა, რომ ციხეში დაბეჭდილი ფურცელი მიუტანეს და ხელი მოაწერეს, 17 იანვარს, 20-ში კი უკვე სახლში იყო.
“შაბათის ეთერი” ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიხეილ ყაველაშვილის ხელით ციხიდან ის ხალხი გამოუშვა, ვის გათავისუფლებასაც მათ ოჯახებს ხმების სანაცვლოდ ს წინ დაჰპირდა.
მედიის ცნობით, ციხიდან, შეწყალებით გაათავისუფლეს “ქართლ ოცნების” მხარდამჭერის ძმა ბაღდათიდან – თორნიკე გრძელიძემ 20 იანვარს დატოვა.
“შაბათის ეთერის” ცნობით, “ქართლმა ოცნებამ” საარჩევნოდ კრიმინალური სამყაროს წინაშე აღებული ვალების გასტუმრებაზე ზრუნვა დეკემბერში დაიწყო. ასევე, მედია ამბობს, რომ ციხე ქართლი ოცნების საარჩევნო შტატების კაპიტნის – ლექსო კობაიძის ხუთმა კლიენტმაც დატოვა.
დიდი სკანდალის მიმთხვევად მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს მუხლებს, რომელი მუხლებით გასამართლებული პატიმრები გაათავისუფლეს. ამ თემაზე აკრძალული აქვთ საუბარი ციხის უფროსებსაც.