ვინ რამდენ მანდატს მიიღებს თბილისის საკრებულოში

თბილისის 50-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 45 მანდატი ექნება, ოპოზიციას — 5.
დედაქალაქის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე აირჩევა, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით, თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
პროპორციული სისტემით მანდატები ნაწილდება მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც ხმების არანაკლებ 4% მიიღეს, შემდეგი ფორმულით: პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 25-ზე და იყოფა იმ პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.
4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე თბილისში, ბარიერი გადალახა 4-მა პარტიამ და ზემოაღნიშნული ფორმულის მიხედვით, მათი პროპორციული მანდატები ასე ნაწილდება:
· „ქართული ოცნება“ — 20
· „ძლიერი საქართველო“ — 2
· „გირჩი“ — 2
· „კონსერვატორები საქართველოსთვის“ — 1
წინა მუნიციპალურ არჩევნებზე მესამე საუკეთესო შედეგის მქონე პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და თბილისის საკრებულოს მიღმა დარჩა.
„ქართულმა ოცნებამ“ მოიგო 25-ვე მაჟორიტარული ოლქი, შესაბამისად, მას თბილისის საკრებულოში სულ 45 დეპუტატი ეყოლება. ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში არ მონაწილეობდა და ბოიკოტს უცხადებდა. ამ არჩევნებში საქართველოს ისტორიაში ამომრჩევლის ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”