ვინ რამდენით დაეხმარა უკრაინას და რომელმა ქვეყანამ გაიღო მისთვის ყველაზე მეტი

რუსეთის ში შეჭრიდან 2 წელზე მეტია გასული და უკრაინამ, რომელიც ოკუპანტის წინააღმდეგ, საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვის, უზარმაზარი დანაკარგები მიიღო. შეუფასებელია ადამიანური დანაკარგი, ასევე მატერიალური ზიანიც, რასაც ომში მყოფი იღებს, თუმცა, მეტ-ნაკლებად ფასდება ეკონომიკური ზარალი. ფასდება ისიც, თუ რა ოდენობის იარაღი სჭირდება უკრაინას ყოველთვიურად და ციფრები მასშტაბურია. მეგობარი ქვეყნების დაპირებები, სამხედრო თუ ფინანსური დახმარებების შესახებ, სრულდება, თუმცა დაგვიანებით და ნელი ტემპით. უკრაინის პრეზიდენტი მოკავშირე ქვეყნებისგან საბრძოლო იარაღების და სხვა საომარი აღჭურვილობის შესაძენად დახმარებას რეგულარულად ითხოვს.
კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის უკრაინის მხარდაჭერის მზომმა დათვალა, თუ რა ოდენობის დახმარება გაუწიეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა უკრაინას 2022 წლის 24 იანვრიდან 2024 წლის 15 იანვრამდე:
ინდოეთმა და ჩინეთმა უკრაინას ყველაზე მცირე მხარდაჭერა გაუწიეს. შემდეგია თურქეთი და ტაივანი, თითოეულმა საკუთარი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0,01% გაიღო.შემდეგი არის ახალი ზელანდია – 0,02%- ით. სამხრეთ კორეა 0,04%.
10 ქვეყანა, რომლებმაც უკრაინის დასახმარებლად ყველაზე დიდი რესურსი გაიღეს, არიან:
ხორვატია: მშპ-ის 1,06%. ხორვატიის წვლილი უკრაინის დასახმარებლად შეადგენს 300 მილიონ დოლარს.
გერმანია: მშპ-ის 1,06%. გერმანია უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერია აშშ-ს შემდეგ. 15 იანვრამდე ეს ქვეყანა უკრაინას დაპირდა 23,9 მილიარდი დოლარი, საიდანაც 19,4 მილიარდი დოლარი სამხედრო მიზნებისთვისაა განკუთვნილი.
ფინეთი: მშპ-ის 1,29%. მან 22 დახმარების პაკეტი დაამტკიცა. დროის ამ მონაკვეთში ფინეთის მთლიანმა დამხარებამ 2,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
პოლონეთი: მშპ-ის 1,32%. პოლონეთი უკრაინას 4,7 მილიარდი დოლარით დაეხმარა.
: მშპ-ის 1,43%. მან 799 მილიონი აშშ დოლარის წვლილი შეიტანა ევროკავშირის უკრაინისთვის განკუთვნილ კოლექტიური დახმარების ფონდში.
ნიდერლანდები: მშპ-ის 1,45%. ქვეყანამ უზრუნველყო 6,8 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება და 7,8 მილიარდი დოლარი ევროკავშირის კოლექტიურ ფონდში ჩადო.
ლატვია: მშპ-ის 1,67%.ლატვიის საერთო წვლილი შეადგენს დაახლოებით 670 მილიონ აშშ დოლარს.
ნორვეგია: მშპ-ის 1,72%. ნორვეგიამ ინტენსიურად გაზარდა უკრაინის ორმხრივი მხარდაჭერა 2023 წელს. სკანდინავიური ქვეყანა ომში ჩართულ უკრაინას დაახლოებით, 7,7 მილიარდი აშშ დოლარს პირდაპირი ფინანსურ-ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას გადასცემს 2027 წლამდე.
ლიეტუვა: მშპ-ის 2,04%. ბალტიისპირეთის ამ სახელმწიფომ პირობა დადო 1 მილიარდი აშშ დოლარის გადაცემის შესახებ.
: მშპ-ის 3,06%. დანიამ გაზარდა თავისი სამხედრო ვალდებულებები უკრაინის მიმართ 3,8 მილიარდი დოლარით. ქვეყანამ პირობა დადო 9,6 მილიარდი აშშ დოლარის გაცემის შესახებ.
: მშპ-ის 4,09%. ესტონეთმა თავისი წლიური პროდუქციის განსაცვიფრებელი 4,09% დაუთმო ს წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლას. ქვეყანამ პირობა დადო რომ 1,3 მილიარდ დოლარს დახარჯავს ამისთვის.