ვინ მოხვდა ივანიშვილის გარემოცვიდან მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ დასასანქცირებელთა სიაში

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მარკო რუბიოს, -ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, კონგრესიდან გაუგზავნეს ჩამონათვალი ს გარემოცვის წევრებისა, რომელთა დასანქცირება უნდა მოხდეს.
წერილის შინაარსი ეხება ასევე „ქართული ოცნების“ მხრიდან ს გაყალბებას, ქვეყნის ტოტალიტარული მართვის გეზს, ს, ჩინეთისა და ირანის ორბიტაზე საქართველოს მოქცევის მცდელობებს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, წერილში 25 ადამიანია ჩამოთვლილი, რომელთა სანქცირება უნდა მოხდეს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ივანიშვილის „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.
სიაში არიან:
ოჯახის წევრები და უშუალო გარემოცვა
· ეკატერინე ხვედელიძე — ბიძინა ივანიშვილის ცოლი
· ალეკო ივანიშვილი — ბიძინა ივანიშვილის ძმა
· უჩა მამაცაშვილი — ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი
· შმაგი – „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრი“
„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები
· ნათია თურნავა — ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი,
· კახა ბექაური — კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
· თორნიკე რიჟვაძე — აჭარის მთავრობის მეთაური
· გრიგოლ ლილუაშვილი — სუს-ის უფროსი
· ვახტანგ გომელაური — შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გახდა აშშ-ის მიერ „მაგნიტსკის სანქციების“ დაწესების შემდეგ
· — თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი
· — „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“
· ლაშა ნაცვლიშვილი — „პარტიის იდეოლოგი“
· — საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, სამეურვეო საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე, „პარტიის იდეოლოგი“
კორუმპირებული ფინანსური მუშაკები
· ირაკლი რუხაძე — „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე)
· სოსო ფხაკაძე — „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი
· ხვიჩა მაქაცარია — „სელფის“ (ყოფილი „ბილაინის“) მფლობელი; დამფუძნებელი CBS ჯგუფისა, რომელიც აერთიანებს კომპანიებსა და აქტივებს კომპანიებში: “თელმიკო”, “თბილისი ენერჯი”, “საქართველოს ლატარიის კომპანია” და ა.შ.
· ირაკლი გილაური — „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი;
· ვანო ჩხარტიშვილი — „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი
· სულხან პაპაშვილი
· გიორგი კაპანაძე („რიჟა“) — ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ წილების მფლობელი
· ილია წულაია — „არქის“ დამფუძნებელი
· ნოშრევან ნამორაძე — „ვიარ ჰოლდინგის“ [VR Holding], „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“, „კრწანისი როიალ რეზიდენსის“, „კრწანისი ვილა რეზიდენსის“, „თაბორი ფორესთ-პარკ რესორტის“ და სხვა კომპანიების მფლობელი
· ვიქტორ ჯაფარიძე — „პოსტივის“ მფლობელი
მოსამართლეები
· მიხეილ ჩინჩალაძე
· ლევან მურუსიძე
ამავე თემაზე წაიკითხეთ:
45-მდე უცხოელი პოლიტიკოსი ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს