ვინ მოიხმარს ყველაზე მეტ ნავთობს, რომელიც, მწვანე ენერგიის ზრდის მიუხედავად, მსოფლიოს წამყვან ენერგორესურსად რჩება

ეკონომიკის შენელებისა და მწვანე ენერგიის ზრდის მიუხედავად, ნავთობი მსოფლიოში წამყვან ენერგორესურსად რჩება. საერთაშორისო ენერგეტიკის ინსტიტუტის 2024 წლის მონაცემებით, შარშან მსოფლიოში ნავთობის დაახლოებით, 61% მხოლოდ 10 ქვეყანამ მოიხმარა.
ამავე რეიტინგის მიხედვით, 2024 წელს შეერთებულმა შტატებმა დღეში 19 მილიონი ბარელი ნავთობი მოიხმარა, რაც გლობალური მოხმარების 18.7%-ს შეადგენს. -ში მოხმარების დაახლოებით 70% ტრანსპორტის სექტორზე მოდის, შემდეგ სამრეწველო გამოყენებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა პლასტმასის ნედლეული და სხვა.
ჩინეთი მსოფლიოში სიდიდით მეორე მომხმარებელია, რომელიც მსოფლიო მთლიანი ნავთობის 16.1%-ს მოიხმარს.
შემდეგია ინდოეთი, რომელიც 2024 წელს გლობალური ნავთობის წილის 5.5% მოიხმარა. სავარაუდოდ, ინდოეთი 2030 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნის ზრდის მთავარი ძალა გახდება.
მსოფლიოს 10 უდიდესი ნავთობის მომხმარებელი ქვეყნების ათეული გამოიყურება ასე:
· აშშ დღეში 19 მილიონ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 18.7%.
· ჩინეთი დღეში 16.4 მილიონ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 16.1%.
· ინდოეთი დღეში 5.6 მილიონ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 5.5%.
· დღეში 4.0 მლნ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 3.9%.
· დღეში 3.8 მლნ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 3.8%.
· იაპონია 3.2 დღეში მლნ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 3.2%.
· სამხრეთ კორეა დღეში 2.9 მლნ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 2.9%.
· ბრაზილია დღეში 2.6 მლნ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 2.5%.
· კანადა დღეში 2.3 მლნ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 2.3%.
· გერმანია დღეში 2.1 მლნ ბარელს მოიხმარს; ეს არის მსოფლიო წილის 2.0%.
წყარო: visualcapitalist.com bpn.ge