ვინ მოიგო ჰარისი-ტრამპის დებატები – შეფასებები და ტეილორ სვიფტის არჩევანი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი დებატები გაიმართა.
საათ-ნახევრიანი დებატების მოდერატორი ტელეარხი ABC იყო და მოიცვა ისეთი საკითხები, როგორიცაა ეკონომიკა, იმიგრაცია, საგარეო პოლიტიკა, აბორტი და სხვა. დებატებს პერსონალური თავდასხმების გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა კონკრეტული პოლიტიკის დეტალებზე, „როიტერსის“ შეფასებით, დებატები „მსუბუქი იყო“.
დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისს მარქსისტი უწოდა და გააკრიტიკა იგი პოლიტიკის ხედვის არარსებობისა და პოზიციების შეცვლის გამო, ასევე იმიგრაციასა და საზღვრებთან დაკავშირებით. „ისინი ჭამენ ძაღლებს“, — თქვა დონალდ ტრამპმა ჰაიტელი ემიგრანტების შესახებ ოჰაიოში. დებატების მოდერატორებმა, რომლებიც ლაივ-რეჟიმში ცდილობდნენ კანდიდატების ნათქვამების სისწორის გადამოწმებას, ქალაქის ოფიციალური პირები დაიმოწმეს, რომ ეს ფაქტი არ დასტურდება.
ჰარისმა ტრამპი დაადანაშაულა აბორტის აკრძალვასა და 6 იანვარს -ის კაპიტოლიუმზე თავდასხმებში.
ს თქმით, ხალხი ტრამპის მიტინგებს ადრე ტოვებს „დაღლილობისა და მოწყენილობის გამო“, ტრამპმა კი უპასუხა, რომ ჰარისის შეხვედრებზე ხალხი არც დადის.
კანდიდატებს ჰკითხეს, თუ როგორ გაუმკლავდებოდნენ კრიზისებს ღაზაში და ში. კამალა ჰარისმა გაიმეორა, რაც მანამდე არაერთხელ უთქვას, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ აკეთებს ამას. ის ემხრობა ცეცხლის შეწყვეტას და კონფლიქტის გადაწყვეტას ორი სახელმწიფოს პრინციპზე.
ტრამპმა აღნიშნა, რომ რომ ჰარისს სძულს და არაბული მოსახლეობაც, მისი პრეზიდენტობის პირობებში კი კონფლიქტი არც დაიწყებოდა. იმავეს იმეორებს ტრამპი უკრაინის ომთან დაკავშირებით და ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ომი სწრაფად დასრულდება. ს მტკიცებით, მას პატივს სცემენ როგორც პუტინი, ისე ზელენსკი. გააკრიტიკა ევროპის ქვეყნები, რომ აშშ-ზე ნაკლებს ხარჯავენ ევროპის თავდაცვაზე. დონალდ ტრამპმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს, სურს თუ არა უკრაინის მოგება, მან არ გამორიცხა ს მიერ ბირთვული იარაღი გამოყენების შესაძლებლობა და ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების მნიშვნელობას. კამალა ჰარისის თქმით, როცა ტრამპი ომის დასრულებაზე საუბრობს, დანებებას გულისხმობს.
„დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა. აი, ამას გულისხმობს“, — თქვა ჰარისმა და დასძინა, რომ პუტინი დიქტატორია, რომელიც ტრამპს ლანჩზე შეჭამდა.
დებატებისას ტრამპმა არაერთხელ სცადა, კამალა ჰარისი ბაიდენის ჩრდილში მოექცია: „დაიმახსოვრეთ, ის არის ბაიდენი“, — თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ბაიდენი ყველაზე ცუდი პრეზიდენტია შეერთებული შტატების ისტორიაში და ჰარისი მასზე უარესია.
დებატებისას კამალა ჰარისმა პირველად განაცხადა საჯაროდ, რომ ისიც და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატიც იარაღის მფლობელები არიან და ტყუილია, რომ იარაღის აკრძალვას აპირებენ.
აბორტებზე დებატებისას ჰარისმა თქვა, რომ ტრამპი მხარს დაუჭერს აბორტის აკრძალვას ეროვნულ დონეზე, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა უარყო და თქვა, რომ ემხრობა საკითხის გადაწყვეტას შტატების დონეზე. მან ასევე აღნიშნა, ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ტიმ უოლცი მხარს უჭერდა აბორტს მეცხრე თვეში. ჰარისმა აღნიშნა, რომ მრავალმა შტატმა დაამტკიცა აბორტის აკრძალვა, რომელიც არ ითვალისწინებს გამონაკლისს გაუპატიურებისა და ინცესტისთვის.
„ქალებს, მუცლის მოშლის შემთხვევაში უარს ეუბნებიან სასწრაფო დახმარების აღმოჩენაზე, რადგან ჯანდაცვის პროვაიდერებს ეშინიათ, რომ შესაძლოა, ციხეში მოხდნენ“, — თქვა ჰარისმა.
დებატების შემდეგ მალევე, გავლენიანმა ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა მხარი დაუჭირა ჰარისს ინსტაგრამზე და მას „ნიჭიერი ლიდერი“ უწოდა.
CNN-ის გამოკითხვამ 63%-37%-ზე შეფარდებით აჩვენა, რომ დებატებში ჰარისმა აჯობა ტრამპს. იგივე გამოკითხვა ტრამპისა და ბაიდენის დებატებზე ტრამპის ცალსახა უპირატესობაზე მიუთითებდა. ივნისის დებატებში დამარცხება, რასაც დემოკრატებიც აღიარებდნენ, ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნის წინაპირობა გახდა.
Fox News Digital-ის პანელში მონაწილეთაგან 12-მა განაცხადა, რომ დებატები ჰარისმა მოიგო, 5-მა კი — ტრამპმა.
„ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსვლა დებატებზე იყო უკეთესი, ვიდრე თქვენ მოისმენთ პოლიტოლოგთა დიდი უმრავლესობისგან მთელ მსოფლიოში“, — განაცხადა BBC Radio 4’s Today-სთან ინტერვიუში მისმა ყოფილმა პოლიტიკურმა მრჩეველმა სემ ნუნბერგმა. თუმცა ანალიტიკოსების დიდი ნაწილი მიუთითებს, რომ ჰარისმა მოახერხა თავდაცვით პოზიციებში ჩაეყენებინა ტრამპი, ამ უკანასკნელმა კი სათავისოდ ვერ გამოიყენა მაგალითად, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მიერ მისი სამართლებრივი დევნის საკითხი.
თავად ტრამპი მიიჩნევს, რომ ეს იყო მისი საუკეთესო დებატები და გამოაქვეყნა იმ მედიების მონაცემები, რომლებიც მის უპირატესობაზე მიუთითებდნენ. ტრამპის მტკიცებით, კამალა ჰარისს სურს მეორე დებატების გამართვაც, რადგან პირველი წააგო.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა – გთხოვთ, წადით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს და მისწრაფებებს!