“ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?” – რონალდოს უცნაური პასუხი

“ალ ნასრის” ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგას კვლავ “მანჩესტერ სიტი” მოიგებს, პორტუგალიელმა “ქალაქელთა” მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
აღნიშნულმა პასუხმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ქომაგები ძალიან გააღიზიანა, რადგან რონალდო “მანკუნიანელთა” ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.
“სიტი” გასულ წელსაც შესანიშნავი გუნდი იყო, მწვრთნელები, მოთამაშეები… მათ წარმატება დაიმსახურეს. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგებას 2 წლის წინაც იმსახურებდნენ.
ჩემი აზრით, ტურნირის ფავორიტი წელსაც გვარდიოლას გუნდია. მათთან ერთად კი ფავორიტებად მადრიდის “რეალსა” და მიუნხენის “ბაიერნს” მივიჩნევ”, – განაცხადა რონალდომ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში