ვინ მიულოცა მიხეილ ყაველაშვილს არჩევა – სია

მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა ჯერჯერობით – ერთი დღის განმავლობაში – ოთხი ქვეყნის ლიდერმა მიულოცა.
14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი .
მან საჯარო მილოცვები ჯერ მხოლოდ ოთხი ქვეყნისგან მიიღო. ეს ქვეყნებია:
· აზერბაიჯანი
· სომხეთი
· ბელარუსი
· სერბეთი
აზერბაიჯანი
პირველი მილოცვა მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან, სგან მიიღო.
„მჯერა, რომ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაფართოვდეს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობისთვის, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა, მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზება“, – განაცხადა ალიევმა.
სომხეთი
მიხეილ ყაველაშვილს გამარჯვება მიულოცეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.
: „გულთბილად ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. სომხეთი მოუთმენლად ელის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა და ყველა დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას. ვუსურვებ წარმატებას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე“.
ვაჰაგნ ხაჩატურიანი: „გულითადად ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას! სრულად გამოვხატავ მხარდაჭერასა და მზადყოფნას ვიმუშაო მჭიდროდ სომხურ-ქართული ტრადიციული, ძმური ურთიერთობების სასიკეთოდ. პრეზიდენტს ვუსურვებ წარმატებას მის მომავალ საქმიანობაში“.
ბელარუსი
მიხეილ ყაველაშვილმა მილოცვა მიიღო ბელარუსის ავტორიტარი ლიდერისგან, ალიაქსანდ ლუკაშენკასგან.
ალიაქსანდრ ლუკაშენკა: „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი და კონსტრუქციული თანამშრომლობის განახლება ხელს შეუწყობს ბელარუსიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, გეგმების წარმატებით განხორციელებას და ახალ მიღწევებს სამშობლოს საკეთილდღეოდ“.
სერბეთი
მიხეილ ყაველაშვილს გამარჯვება მიულოცა და სერბეთში მიიპატიჟა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები მეგობრული ურთიერთობების განვითარებას გააგრძელებენ და მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის ერთობლივი მხარდაჭერა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში პრიორიტეტული იქნება. ეს საერთაშორისო ასპარეზზე საერთო მხარდაჭერითაც იქნება გამყარებული“.
„იმედი მაქვს, რომ თქვენი მანდატი სერბეთისა და საქართველოს სხვადასხვა დარგებში თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ამიტომაც გეპატიჟებით მეგობრულ სერბეთში, რაც ჩვენ ყოვლისმომცველ ურთიერთობების გაძლიერებას დამატებით იმპულსს შესძენდა“ – სწერს ვუჩიჩი ყაველაშვილს.
სია განახლებადია
არჩევა
2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველ არაპირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში, – რომლის ლეგიტიმურობას მოქმედი პრეზიდენტი და სამართლის ექსპერტების დიდი ნაწილი არ ცნობს,- „ქართული ოცნების“ საარჩევნო კოლეგიამ კენჭი ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს უყარა.
„აქ ვარ და აქ ვრჩები“, – თქვა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, წინა საღამოს და მე-6 პრეზიდენტად ყაველაშვილის არჩევას „პროვოკაცია“ და „პაროდია“ უწოდა.
პრეზიდენტი , ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და კონსტიტუციონალისტების ნაწილი ამბობს, რომ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დგას იმდენად, რამდენადაც ეჭვქვეშ დგას ლეგიტიმაცია პარლამენტისა, რომლის წევრებმაც მიიღეს მის არჩევაში მონაწილეობა.
„ქართულ ოცნებას“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს:
· სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა
· აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა
· უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა
· თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოანმა
· ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა;
· ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ძიანმა;
· „ქართული ოცნების“ „ვარსკვლავურ გამარჯვებაზე“ ისაუბრა ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, – რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს.
· „ქართული ოცნების“ გამარჯვებას მიესალმნენ ასევე ს ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირები.