ფიფას გამოკითხვაში (The Best 2023) ლიონელ მესიმ გაიმარჯვა, მეათე ადგილზე კი ხვიჩა კვარაცხელია გავიდა. ის პირველი ქართველია, რომელიც პირველ ათეულში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ როგორც ირკვევა, ის ყველაზე მეტად პოპულარული ჟურნალისტებს შორის ყოფილა. რუსული “ჩემპიონატი” წერს, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტნისგან განსხვავებით, ხვიჩას პირველი ადგილი რუსეთის ნაკრების გუნდისთავმა გიორგი ჯიქიამ მიაკუთვნა. აი, ვინ მისცა “კვარას” ხმა.
კაპიტნები
საქართველო (გურამ კაშია) – მესამე ადგილი
რუსეთი (გიორგი ჯიქია) – პირველი ადგილი
დომინიკა (გლენსონ პრინსი) – მესამე ადგილი
კოსოვო – (ამირ რაჰმანი) – მეორე ადგილი
მწვრთნელები
კვიპროსი (თემურ ქეცბაია) – მესამე ადგილი
ბერმუდი (მაიკლ ფინდლი) – მესამე ადგილი
ცენტრალური აფრიკა (რაულ სავოი) – მეორე ადგილი
ფიჯი (ტიმო იანკოვსკი) – მესამე ადგილი
ისრაელი (ალონ ჰაზანი) – მესამე ადგილი
ნეპალი (ვინჩენცო ანეზე) – მეორე ადგილი
მედია
საქართველო (ზურაბ ფოცხვერია) – პირველი ადგილი
სამხრეთ აფრიკა (რობერტ მარავა) – მეორე ადგილი
ტაჯიკეთი (ფარიდუნ სალიევი) – მეორე ადგილი
უგანდა (სტივენ მაიამბა) – მეორე ადგილი
იემენი (ბაშირ სენანი) – მესამე ადგილი
მონტენეგრო (დანილო მიტროვიჩი) – მესამე ადგილი
ჰონგ-კონგი (ჰო ინ კვოკი) – მესამე ადგილი
ფინეთი (არი ვირტანენი) – მესამე ადგილი
დანია (კლაუს ეგელუნდი) – მესამე ადგილი
კამბოჯა (ჩამროუნ უნგი) – მესამე ადგილი
ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები (ჩარლი ჯექსონი) – მესამე ადგილი