ვინ მიიყვანა გელათი განადგურების პირას? – არქიტექტორის პირველი კომენტარი

ვინ არის პასუხისმგებელი გელათის ისტორიულ ძეგლში არსებულ სურათზე და რატომ დატოვეს 25 დღის განმავლობაში ტაძარი დროებითი გადახურვის გარეშე – გელათს სარესტავრაციო სამუშაოების მთავარი არქიტექტორი ამტკიცებს, რომ სხვა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის გამო, დროებითი გადახურვის მოხსნა გახდა საჭირო.
ვატო ზესიაშვილი ამტკიცებს, რომ ამ დღეების განმავლობაში, ტაძარში წყალი არ ჩასულა და უნიკალური ფრესკები და ხხედრები უფრო მეტად არ დაზიანებულა.
სადღაც, რაღაცას აპარებს კი, მარა ეს არ არის, რომ სახურავის გარეშე დავტოვეთ, აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რო ცოტა ხნით, ამ სახურავს, რომელსაც ხედავთ, აქვს იმის უნარი, რომ აიტანოს პატარა, რამოდენიმე წვიმა. არ არის წამიერი საშიშროება, რომ წყალი ჩასულიყო. ჩვენ ვიცით, რომ ზუსტად კონკის ქვეშ არის ერთ-ერთი უნიკალური მოზაიკა“- განაცხადა ვატო ზესიაშვილმა.
საპირისპიროს ამტკიცებენ ექსპერტები – მათი თქმით, ტაძარში წყალი ჩადის, რაც უნიკალურ მოზაიკას აზიანებს.
როგორც ისინი “პირველებს” ეუბნებიან, საკურთხევლის სახურავს დროებით გადახურვა, პრაქტიკულად, მოხსნილი აქვს. მასალა, რომელიც ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილს უნდა ფარავდეს, არსწორადაა დამაგრებული.
ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები არასწორად მიმდინარეობს, რაც გელათს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ