ვინ იყო 19 წლის ბიჭი, რომელიც ყაზბეგზე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, დღეს დილით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მოტოციკლის მძღოლი 19 წლის რევი დემეტრაშვილია. სამართალდამცავები მას აედევნენ, ერთ-ერთმა ეკიპაჟმა კი დიდი სიჩქარით მოძრავ მოტოციკლს, სავარაუდოდ, გზა გადაუკეთა, ბიჭი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა.
რევი, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული იყო. ის გასულ წელს მადრიდის IE University-ში 75 %-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა – წერს „ნიუსთუდეი“
ორი წლის წინ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა სიამაყით წერდა:
მისი საერთო ქულა 𝟭𝟰𝟲𝟬-ია, მაქსიმალური შესაძლო 𝟭𝟱𝟮𝟬 ქულიდან! https://

ასევე დაგაინტერესებთ