ახალი წლის ღამეს რესპუბლიკის მოედანზე გალაკონცერტი გაიმართება. თბილისის მერიამ 25 დეკემბერს გამარტივებული შესყიდვით შპს Smart Event-თან 718 874 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც კომპანია გადაიხდის როგორც შემსრულებელთა ჰონორარებს, ასევე პასუხისმგებელი იქნება კონცერტის სცენითა და ტექნიკით უზრუნველყოფაზე.
ცნობილია, ვინ იმღერებს საახალწლო ღონისძიებაზე 31 დეკემბრის ღამეს და რა იქნება მათი ჰონორარები:
· რეჟისორის ჰონორარი – 20 000 ლარი;
· რეჟისორის ასისტენტის ჰონორარი – 4 550 ლარი;
· მუსიკალური ხელმძღვანელის და დირიჟორის ჰონორარი – 20 000 ლარი;
· მუსიკალური ხელმძღვანელის ასისტენტის ჰონორარი – 5 300 ლარი;
· ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით ევგენი მიქელაძის სიმფონიური ორკესტრის ჰონორარი – 56 000 ლარი;
· ანსამბლი ერისიონის ჰონორარი – 20 000 ლარი;
· გორის გოგონათა გუნდის ჰონორარი – 17 000 ლარი;
· ანსამბლი შვიდკაცას ჰონორარი – 9 120 ლარი;
· ანსამბლი მართვეს ჰონორარი – 7 820 ლარი;
· ნატო მეტონიძის ჰონორარი – 5 860 ლარი;
· სტეფანესა და სტეფანიას (მღებრიშვილები) ჰონორარი – 5 860 ლარი;
· ეკატერინე მამალაძის ჰონორარი – 2 605 ლარი;
· ნუკრი კაპანაძის ჰონორარი – 2 605 ლარი;
· ეკა კახიანის ჰონორარი – 2 605 ლარი;
· ლიზა ბაგრატიონის ჰონორარი – 2 605 ლარი;
· ნატა ქუთათელაძის ჰონორარი – 2 605 ლარი;
· დავით ალადაშვილის ჰონორარი – 2 605 ლარი;
· ნიკოლოზ კოჩაროვის ჰონორარი – 2 605 ლარი;
· ანასტასია ვასაძის, ოთო ბაზერაშვილის, ნიკოლოზ ხარატის, ვაჩე ღვინიაშვილის ჰონორარი – 2 605 ლარი;
· მაია ჯაბუას ჰონორარი – 1 955 ლარი;
· გიორგი მახარაშვილის ჰონორარი – 1 955 ლარი;
· სოფიო გელოვანის ჰონორარი – 1 955 ლარი;
· მარიამ ებრალიძის ჰონორარი – 1 955 ლარი;
· ანრი ჯოხაძის ჰონორარი – 1 955 ლარი;
· ანა დოიაშვილის ჰონორარი – 1 955 ლარი;
· საბა მიქელაძის ჰონორარი – 1 955 ლარი;
· ნინა სუბლატის ჰონორარი – 1 955 ლარი;
· ლიკა სირაძის ჰონორარი – 1 955 ლარი;
· სანდრო მოსეშვილის ჰონორარი – 1 955 ლარი;
· საბა ჩაჩუას ჰონორარი – 1 955 ლარი;
· თინათინ დათიკაშვილის ჰონორარი – 1 955 ლარი;
· კახა ასლამაზაშვილის ჰონორარი – 1 955;
· მარიამ როინიშვილის ჰონორარი – 1 955 ლარი;
· კონსტანტინე ყიფიანის ჰონორარი – 1 955 ლარი;
· ნიკოლოზ ქაჯაიას ჰონორარი – 1 955 ლარი.
ახალი წლის აღსანიშნავი კონცერტები თბილისთან ერთად, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება. Სადღესასწაულო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება.