ვინ იმღერა და ვინ იმღერებს “ოცნების” მხარდამჭერ კონცერტზე? – ცნობილია ხელისუფლების მხარდამჭერი მომღერლების შემადგენლობა

“ქართული ოცნება” წინასაარჩევნო მარათონშია და რეგიონებში მცხოვრებლებს გასართობად კონცერტებსაც სთავაზობს.

ერთ-ერთი მხარდამჭერი კონცერტი დუშეთში გუშინ გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები და ბენდები:

ქართული ხმები, მანანა თოდაძე, გიორგი წიკლაური და მარიტა როხვაძე და ჯგუფი NEW ONE.

მანამდე, მხარდამჭერი კონცერტი ჩატარდა ამბროლაურშიც, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად აქ ჯგუფი “გუფი ლენდი” გაიხარჯა.

კონცერტი დაგეგმილია ონშიც. 27 აგვისტოს, ქალაქ ონში “ქართულ ოცნებას” საკუთარი შემოქმედებით მხარდაჭერას გამოუცხადებენ ანსამბლი “გორდელა”, ჯგუფი “მიქსტურა”, მომღერალი სალომე ბაკურაძე, მაგდა ნიკოლეიშვილი და “თეატრალური კვარტეტი”.

კონცერტები ასევე დაგეგმილია, მომდევნო დღეებშიც, თიანეთში, მცხეთაში, ოზურგეთში, ში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში, თეთრიწყაროში, დმანისსა და ბოლნისში.

 

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”