“ვინ ვისთან დადის და რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს” – კალაძე

თბილისის მერი ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლითაც ისინი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმებას მოითხოვენ და ამბობს:
„ნუ იჩქარებენ მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებას. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა დონალდ ტრამპმა, რომელსაც კონსერვატიული ღირებულებები აქვს. დაველოდოთ. ბევრი რაღაც შეიცვლება სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება აღნიშნულ კანონს, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას, რაც, როგორც მოზარდებში, ისე ბავშვებში კატეგორიულად მიუღებელია. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ამ ქვეყანაში ყველას უფლება დაცულია, განურჩევლად მათი სარწმუნოების და თუნდაც, სექსუალური ორიენტაციისა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს – ყველა ვართ ჩვეულებრივი ადამიანები და ყველას უფლება დაცულია. ვინ ვისთან დადის, როგორ დადის და რა ფორმით, ეს მათი უფლებაა. როგორც უნდათ, ისე იყვნენ, ეს არ არის ჩვენი განსჯის საგანი. მთავარია, თავიანთი პირადი ჰქონდეთ თავისთვის. არ არის აუცილებელი ამ ყველაფრის პროპაგანდა.”

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა იყო შეკვეთილი, ვაკრიტიკებდით გამოძიებას, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ შემკვეთებისთვის ხელი დაეფარებინათ – მრავალ შეკითხვას გაეცა პასუხი, საქმეზე გარკვეულ სიახლეებს ველოდები