ვინ ესწრება ტრამპის ინაუგურაციას საქართველოდან?

დღეს, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვაშინგტონია, სადაც ს ინაუგურაცია მეორედ გაიმართება. ტრამპის ოფიციალურად გაპრეზიდენტების შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოს პოლიტიკის ცვლილების ტრაექტორიას ელოდება მთელი მსოფლიო. მათ შორის, საქართველოც, რომლის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებაც, დიდწილად ამაზე იქნება დამოკიდებული.
ინაუგურაცია ცივი ამინდის გამო კაპიტოლიუმის, -ს კონგრესის შენობის, როტონდაში ჩატარდება.
ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.
აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის თქმით, ბრძანება გასცა, რომ საინაუგურაციო მიმართვა და სხვა სიტყვები წარმოითქვას და ლოცვები ჩატარდეს კაპიტოლიუმის შიგნით. ტრამპმა აღნიშნა, რომ 1985 წელს რონალდ რეიგანის ინაუგურაციის ღონისძიება ასევე სიცივის გამო მსგავსადვე კაპიტოლიუმის როტონდაში ჩატარდა.
ტრამპის ინაუგურაციას რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიწვევით დაესწრება, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, .
ინაუგურაციაზე დასწრების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა მ. მისი თქმით, ინაუგურაციას დაესწრებიან თავად და ბადრი ჯაფარიძე.
ვაშინგტონში იმყოფებიან “ფედერალისტები” და ც.
ასევე “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება.
გარდა პოლიტიკოსებისა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ს ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე დაესწრება.
“ვიმყოფები ვაშინგტონში რომ დავესწრო დონალდ ტრამპის ინაუგურაციას და მასთან დაკავშირებულ რამდენიმე ღონისძიებას. აქ ვიმყოფები ბიზნეს წრეების მოწვევით” – დაწერა მან.
ინაუგურაციაზე არ არის მიწვეული “ქართული ოცნების” არც ერთი ლიდერი და წარმომადგენელი.
“პრე­ზი­დენტ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას ეს­წრე­ბა 220 000 ადა­მი­ა­ნი – ინა­უ­გუ­რა­ცი­ას არ ეს­წრე­ბი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი – კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­დი­ან ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში იმი­სათ­ვის, რომ 220 000 კაცს შო­რის აღ­მოჩ­ნდნენ და ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ”, – ასე გამოეხმაურა ამბავს “ოცნების” პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე.