ვინ დარჩება “ღირსეულად” ნაციონალური მოძრაობიდან და ვინ იქნება “ცეცხლი” ოცნებიდან – წულუკიანის უცნაური განცხადება

ვინ დარჩება “ღირსეულად” ნაციონალური მოძრაობიდან და ვინ იქნება “ცეცხლი” ოცნებიდან – წულუკიანის უცნაური განცხადება
ყველას, ვინ საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვაზე არ მივა, კანონის სრული სიმკაცრით დასჯით ემუქრება. საუბარია “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის საკითხზე, რომელზეც პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისია უკვე 2 საათია მსჯელობს.
წულუკიანმა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური განცხადება გააკეთა, მან, იმ პირებზე, რომლებსაც პარტიის გაუქმებით ემუქრება თქვა, რომ თუ ღირსეულად გამოცხადდებიან კომისიის წინაშე, ღირსეულად წავლენ კომისიიდანაც, უცნობია, თუ წულუკიანი მათი დანაშაულის დამტკიცებას ცდილობს, ღირსეულად როგორ წავლენ ამ სხდომიდან. წულუკიანმა ასევე თქვა, არ იმუქრება, მაგრამ იქვე ურჩია ყველას, ცეცხლს არ ეთამაშონ და სავარაუდოდ, ცეცხლში, საკუთარი თავი იგულისხმა და ოცნება, დასძინა ასევე, რომ კანონი მკაცრია.
საგამოძიებო კომისიისთვის უნდობლობის გამოცხადების ინსტიტუტს არ იცნობს საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს კანონმდებლობა იცნობს მხოლოდ ერთ რამეს: როდესაც კომისია გიბარებს, შენ კომისიის წინაშე უნდა გამოცხადდე. მოვიდნენ ღირსეულად და წავლენ კომისიიდანაც ღირსეულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი არის ძალიან მკაცრი. მე ამაზე მეტს არ ვამბობ დღეს, რომ ეს არ გააფორმოს ვინმემ მუქარად, მაგრამ საკმარისზე მეტს კი ვამბობ იმისთვის, რომ ყველა დაფიქრდეს, ითანამშრომლებს თუ არა ჩვენს კომისიასთან. ჩვენ არ ვხუმრობთ და ცეცხლს ნურავინ გაეთამაშება, – თქვა დღეს წულუკიანმა.
ერთ საათზე მეტია არაღიარებულ პარლამენტში ე.წ საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. თეა წულუკიანი დღეიდან “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საქმიანობის შესწავლას იწყებს. “ოცნების” დეპუტატები აცხადებენ, რომ არსებობს საკმარისზე მეტი საფუძველი, რომ მათ ოპოზიციური პარტია აკრძალონ.

ასევე დაგაინტერესებთ