ვინ დაინიშნა მუზეუმების გაერთიანების დირექტორად

თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურ დირექტორად გიგა დაიაური დაინიშნა. მანამდე ამ პოზიციიდან თბილისის მერიამ ნინი სანადირაძე გაათავისუფლა.
სანადირაძის თქმით, მუზეუმების გაერთიანებაში 9-წლიანი მუშაობის შემდეგ, სავალდებულო პროცედურის დარღვევით, ვადამდე ორი წლით ადრე გაათავისუფლეს, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით. მისი გათავისუფლების შესახებ განკარგულება 3 აპრილით თარიღდება და მას ხელს აწერს. განკარგულებით სანადირაძეს 8 აპრილიდან უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. გავრცელებული ინფორმაციით, ამავე დღიდან იკავებს მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორის პოსტს გიგა დაიაური.
სანადირაძის გათავისუფლების შესახებ განკარგულებაში მოტივი და მიზეზი ახსნილი არ არის.
ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ გიგა დაიაური მუზეუმის ადვოკატად იყო წარმოდგენილი მათ წინააღმდეგ სასამართლო დავებში.
დაიაურის შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში პრაქტიკულად არ იძებნება. სოციალურ ქსელებში სამუშაო ადგილად ამ დრომდე იუსტიციის სამინისტრო აქვს მითითებული.
2024 წლის დეკემბრის ბოლოდან დღემდე არაერთი საჯარო უწყებიდან ასობით საჯარო მოხელე მოულოდნელად გაათავისუფლეს. მათ შორის, ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს თბილისის მერიიდან. ისინი ამ პროცესს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს