ვინ დაგეგმა გიორგი ახობაძის წინააღმდეგ სპეცოპერაცია და რა დარღვევებია საქმეში? – მედია

რა დარღვევებია რეჟიმის მამხილებელი ექიმის საქმეში?
ყველაფერი 7 დეკემბერს, ღამის 12 საათზე დაიწყო. „შაბათის ეთერთან“ ექიმის მეგობარი იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც თამარაშვილის ხიდის ქვეშ ექიმი მოულოდნელად საპატრულო პოლიციამ გააჩერა, რამდენიმე წამში კრიმინალური პოლიციის მინიმუმ 8 თანამშრომელი სამი ავტომობილით გაჩნდა, რის შემდეგაც სამართლმცველებმა გიორგი ახობაძე ავტომობილიდან გადაიყვანეს და მის ჩხრეკა დაიწყეს, ლევან ბერიძე კი მოშორებით ძალის გამოყენებით გაიყვანეს და საგამოძიებო მოქმედებას არ დაასწრეს.
ჩხრეკიდან რამდენიმე წამში, გიორგი ახობაძის ჯიბიდან პოლიციამ დიდი ოდენების ნარკოტიკული ნივთიერება “ალფა პევეპე” ამოიღო.
ადვოკატების და ახლობლების თქმით, სწორედ ამის შემდეგ აქციების მონაწილე ექიმის წინააღმდეგ საქმის გაყალბების და მისი დისკრედიტაციის მთელი სპეცოპერაცია დაიწყო.
დარღვევა ნომერი პირველი – გიორგი ახობაძის საქმეში არ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ექიმს ნარკოტიკული ნივთიერება ნამდვილად ჰქონდა, ის პოლიციამ არ ჩაუდო და ჩხრეკის დროს ამოიღეს. არადა მსგავს დანაშაულზე სამართლამცველებს ვიდეო გადაღების პირდაპირი ვალდებულება აქვთ და ეს კანონში თავად “ოცნების” საკონსტიტუციო სასამართლომ ჩაწერა.
საქმიდან შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელები გააქრეს, დაკავების ოქმში წერია, რომ დაკავების ადგილზე მხოლოდ 3 სამართლამცველი იმყოფებოდა, გადაღება კი ვერცერთმა ვერ მოახერხა, რადგან მობილური არ ჰქონდათ.
საქმის მასალებში თავად სამართალდამცველები აღიარებენ, რომ შემთხვევის ადგილზე სამზე მეტი პოლიციელი იმყოფებოდა – ამ ჩვენებას გამოძიებას ახობაძის ერთ-ერთი დამკავებელი პოლიციელი აკაკი კობერიძე აძლევს.
გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ახობაძის წინააღმდეგ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აქვს დაწყებული – ანუ პოლიციამ მინიმუმ რამდენიმე საათით ადრე იცოდა, რომ ექიმი სანაპიროზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკით გადაადგილდებოდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში ვერ მოახერხეს ადგილზე ისეთი ჯგუფის გაშვება, ვინც დაკავების და ჩხრეკის გადაღებას შეძლებდა.
რატომ არ არსებეობს საქმეში ნეიტრალურ მოწმე? – „შაბათის ეთერთან” პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი ამტკიცებს, რომ დამკავებელი პოლიციელები ნეიტრალური მოწმეები არიან და სხვა პირების დასწრება ამ პროცესზე საჭირო არ იყო.
ვინ დაგეგმა ექიმის წინააღმდეგ სპეცოპერაცია? – „შაბათის ეთერის” წყაროს ინფორმაციით, აქტივისტების სადამსჯელო ოპერაცია რეჟიმმა გომელაურის მოადგილეს შალვა ბედოიძეს ჩააბარა. ბედოიძე სანქცირებული მაღალჩინოსანი და გომალურის ნდობით აღჭურუვილი პირია.
პოლიციელები, ვინც სავარაუდოდ გიორგი ახობაძეს ნარკოტიკი ჩაუდეს, “შაბათის ეთერთან” დაიმალნენ – კამერასთან არ ჩნდება არც საქმის მთავარი გამოძებელი გრიგოლ კაჭკაჭიშვილი.
საქმეში არსებულ უმძიმეს დარღვევებზე პასუხი არც პოლიციას და არც პროკურატურას არ აქვს. სამხილების ფალსიფიცირების ოპერაციაში კი ადვოკატების განცხადებით, ჩაერთო სასამართლოც. მოსამართლემ იურისტებს უარი უთხრა დაკავების ადგილზე დამონტაჟებული 112-ის კამერების ჩანაწერების ამოღებაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ ახობაძის დაკვების დროს ადგილზე 8 პოლიციელი იმყოფებდა, მობილურებიც ჰქონდათ და ნარკოტიკის ჩადებაც მოხდა.
ასევე, დაკავებიდან თვენახევრის შემდეგ, პროკურატურას და -ს არ დაუდგენია, საიდან შეიძინა ან ვისგან გიორგია ახობაძემ ნარკოტიკული ნივთიერება.