ვინ გახდება რომის კათოლიკური ეკლესიის შემდეგი მეთაური? – პაპობის კანდიდატები ცნობილია

მაისში ვატიკანში შეიკრიბება კონკლავი, რომლის შემადგენლობაში 100-ზე მეტი კარდინალი შედის, სწორედ ისინი გადაწყვეტენ, ვინ გახდება რომის კათოლიკური ეკლესიის შემდეგი მეთაური.
BBC – ის ცნობით, ამჟამად პაპად არჩევის ყველაზე დიდი შანსები ს სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის აქვს. მის უპირატესობად მიიჩნევენ ვატიკანის იერარქიაში დაკავებულ მაღალ თანამდებობას, დიპლომატიურ გამოცდილებასა და პაპ ფრანცისკესთან სიახლოვეს. ამასთან, პაროლინი წარმოშობთ იტალიელია, რაც ასევე შეიძლება იყოს გათვალისწინებული პონტიფიკოსის არჩევისას, რადგანაც უკანასკნელი სამი პაპი არ ყოფილა იტალიელი.
პაპად არჩევის ფავორიტებს შორის სახელდება კიდევ ერთი იტალიელი, ბოლონიის არქიეპისკოპოსი მატეო ძუპი. ის კარდინალი 2019 წელს გახდა და კანდიდატებს შორის ყველაზე პროგრესულად მიიჩნევა. ის ბოლონიაში ველოსიპედით დადის, ლიბერალურად არის განწყობილი ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და ლგბტ თემის მიმართ. 2023 წელს ფანცისკემ ძუპი იტალიაში ვატიკანის მშვიდობის დესპანად დანიშნა.
პაპობის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი კი პიერბატისტა პიცაბალაა, რომელიც 2023 წელს გახდა კარდინალი. მას ახლო აღმოსავლეთში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2020 წლიდან ის იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქის თანამდებობას იკავებს. ის ძირითადად თავს იკავებს ხოლმე სადავო თემებზე კომენტარებისგან, რაც ასევე შეიძლება, მის უპირატესობად ჩაითვალოს.
კათოლიკური ეკლესიის კონსერვატიული ფრთიდან პაპობის ყველაზე პერსპექტიული კანდიდატია უნგრელი არქიეპისკოპოსი პეტერ ერდიო. ის ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და განქორწინებული და ხელახლა ჯვარდაწერილი კათოლიკეების ზიარების მოწინააღმდეგეა. როდესაც 2015 წელს ფრანცისკემ მოუწოდა ევროპელ მღვდელმსახურებს, ლტოლვილები მიეღოთ, ერდიომ განაცხადა, რომ ეს დაემსგავსება „ადამიანებით ვაჭრობას“. თუმცა, როგორც მედია წერს, ერდიო არასდროს დაპირისპირებია პაპს საჯაროდ და შეიძლება, ის კომპრომისულ კანდიდატად განიხილონ.
პაპობის კანდიდატებს შორის ასევე სახელდებიან ფილიპინელი კარდინალი ლუის ანტონიო ტაგლე, რომელსაც აზიელ ფრანცისკესაც კი უწოდებენ, განელი კარდინალი პიტერ ტარკსონი და მალტელი მარიო გრეკი, რომელიც ამჟამად ეპისკოპოსების სინოდის გენერალური მდივანია.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა