ვინ გაუსწორდა დემონსტრანტებს და უხდის თუ არა მათ ხელფასს თბილისის მერია?

ვინ უსწორდებოდა მუშტებით და წიხლებით დემონსტრანტებს? – ირაკლი აბესაძე წერს, რომ პირები, ვისი იდენტიფიცირებაც მედიამ მოახდინა, თბილისის მერიიდან ხელფასს იღებენ.
ისაკ უბილავასა და დავით ჯავახიას – ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, თბილისის მერია მათ როგორც წარმატებულ მწვრთნელებს ყოველთვიურად 500 ლარს უხდის. ის ავრცელებს მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამიდან ამონაწერს, 2023 წლის დეკემბრის:
გუშინ თავდამსხმელებად მედიაში დასახელებული პირები: ისაკ (გიორგი) უბილავა და დავით ჯავახია, როგორც წარმატებული მწვრთნელები(!!!) თბილისის მერიისგან ყოველთვიურად 500 ლარს იღებენ😡
Kakha Kaladze განმარტე, ეს ხალხია თუ არა და რაში უხდი ბიუჯეტიდან ფულს ამ ხალხს? P.S. ამავე პროგრამიდან ფულს იღებენ კორცხელის თავდასხმაში მონაწილე სხვა სპორტსმენები. P.S. ამ ,,წარმატებულ მწვრთნელებზე” ყოველწლიურად 2.6 მილიონი ლარი იხარჯება (იმედია 350-მდე ადამიანში, რომელიც ყოველთვიურად 500 ლარს იღებს, ღირსეული სპორტსმენებიც არიან).” – წერს აბესაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ძალიან გვეხმარება „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა, ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა – რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს? – იცის, ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს