ვინ გასცემდა მარტის აქციებზე დარბევის ბრძანებებს — „ტვ პირველი“ სავარაუდოდ, რაციის ჩანაწერებს აქვეყნებს

„გაზი გაურიეთ!“ — ისმის „ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში, რომელიც სავარაუდოდ, მარტის აქციების დარბევისას შს მაღალჩინოსნების საუბრებს ასახავს.
„ტვ პირველის“ ცნობით, მან მოიპოვა რაციის ოფიციალური ჩანაწერები, საიდანაც ჩანს, თუ ვინ იყვნენ ბრძანების გამცემებიც და შემსრულებლები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დაშლისას. ჩანაწერებში შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე („მოზგი“), -ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მისი მოადგილეები: მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე და კახა ჭუმბურიძე მონაწილეობენ. „ტვ პირველის“ თანახმად, ეს უკანასკნელი განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტში, მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, თუმცა პოსტი აქციების დასრულებიდან მალევე დატოვა.
„შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური კავშირზე იყო ორ პირთან: მის მოადგილე იოსებ ჭელიძესთან და სპეცრაზმის შეფი „ხარებასთან“. აქციების დარბევას უშუალოდ ჭელიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც „ხარებას“ აძლევდა დავალებებს, მათ შორის, სავარაუდოდ, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის შესახებ.
მირზა კეზევაძე „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ „უკანონო ბრძანება არ არსებობს“.
„ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ კანონის ფარგლებში… ჩვენ ვიცავთ უმრავლესობის უფლებას. ჩვენი სპეცრაზმელები არიან ყველანი გმირები. ვამაყობთ მათით. ჩვენ მიერ არავინ დაზარალებულა“, — ეუბნება მირზა კეზევაძე „ტვ პირველს“.
ამასთან, მან „ყველაზე დიდ კატასტროფად“ შეაფასა -ის მიერ შსს-ს მაღალჩინოსნების სანქცირება.

ასევე დაგაინტერესებთ