“ვინ გამაკვირვა ევრო 2024-ზე ყველაზე მეტად?” – ტოტიმ ევროპირველობაზე ისაუბრა

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ TuttoMercatoWeb-თან ინტერვიუში ევრო 2024-ის შესახებ ისაუბრა.
“იტალიის ნაკრებისთვის ამ ეტაპზე მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, ესპანეთთან ჩვენი შედარება არ შეიძლება, მათ ჰყავთ 3-4 ფეხბურთელი, რომლებსაც განსხვავების შექმნა შეუძლიათ. მათ იტალიასთან დაპირისპირებაში ყველაფერი გამოუვიდათ, ჩვენ კი არაფერი გამოგვივიდა. ახლა მთავარია ხორვატიასთან მატჩზე ვიფიქროთ.
ევროპის ჩემპიონატზე პირველივე ტურიდან გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო, თუ ეცდები, რომ ძალები დაზოგო და საუკეთესო თამაში 1/8 ფინალიდან აჩვენო, აუცილებლად დაისჯები. ყოველთვის 100%-ით უნდა დაიხარჯო.
რომელმა ფეხბურთელმა გამაკვირვა ტურნირზე ყველაზე მეტად? კონკრეტულ მოთამაშეს ვერ დავასახელებ.
ვფიქრობ, ევრო 2024-ზე ერთი კონკრეტული ფეხბურთელი, რომელიც სხვა დანარჩენზე მაღლა დგას, არ არსებობს. იმედი მაქვს, იტალიის ნაკრები უკეთესად ითამაშებს” – განაცხადა ტოტიმ.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში იტალია ხორვატიას დაუპირისპირდება, შეხვედრა 24 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.