ვინ გააკონტროლებს შენობების სიმაღლეს აეროპორტის დაცვის არეში – ახალი წესი

საქართველოში სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში დაბრკოლებების კონტროლის ახალი წესი ამოქმედდა. წესი, რომელიც სერტიფიცირებული აეროდრომის ექსპლუატანტზე და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე [საქაერონავიგაცია] ვრცელდება, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა 2025 წლის 29 დეკემბრის ბრძანებით დაამტკიცა.
ამ „წესის მიზანია აეროდრომის დაცვის არის დადგენა და აეროდრომის დაცვის არეში შენობა-ნაგებობის დასაშვები სიმაღლის კონტროლის მოთხოვნების განსაზღვრა.“
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ აეროდრომის ექსპლუატანტ(ებ)მა, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსთან ერთად, 2026 წლის 31 აგვისტომდე უზრუნველყონ „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესით“ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება, განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრა, შესაბამისი ანგარიშის და აეროდრომის დაცვის არის ნახაზების წარდგენა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში დასამტკიცებლად“.
სააგენტო, აეროდრომის დაცვის არეში შენობა-ნაგებობ(ებ)ის შეთანხმებული დასაშვები სიმაღლის შესახებ ინფორმაციას აწვდის აეროდრომის ექსპლუატანტს. აეროდრომის ექსპლუატანტი კი, დაბრკოლებების მართვის მიზნით, ნიშნავს შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე პასუხისმგებელ პირ(ებ)ს.
„აეროდრომის ექსპლუატანტი, დაბრკოლებების კონტროლის, ასევე აეროდრომის ტერიტორიაზე და აეროდრომის დაცვის არეში, ისეთი საქმიანობის/ობიექტის ან/და უნებართვო მშენებლობის იდენტიფიცირების მიზნით, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოებას ან/და რეგულარულობას, ახორციელებს: ყოველდღიურად – გარდამავალი ზედაპირის და მისი ფარგლებით შემოსაზღვრულ სიმაღლის აღების და დასაფრენად შესვლის ზედაპირების ვიზუალურ შემოწმებას; სულ მცირე, კვარტალში ერთხელ – სააგენტოს მიერ შეთანხმებული მშენებლობების და/ან უნებართვო მშენებლობების კონტროლს.
მოქმედი წესის მიხედვით, „ისეთი საქმიანობის/ობიექტის ან/და უნებართვო მშენებლობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოებას ან/და რეგულარულობას, [ასევე არსებულ დაბრკოლებებზე, მწყობრიდან გამოსული შუქშემოღობვების აღმოჩენის შემთხვევაში] აეროდრომის ექსპლუატანტი ატყობინებს მშენებლობის ნებართვის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს, მფლობელს და სააგენტოს. ასევე, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებას.“
ამავე წესის მიხედვით:
· „აეროდრომის დაცვის არე, ეს არის – აეროდრომის და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე არსებული, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი საჰაერო სივრცის ნაწილი, სადაც მოქმედებს სიმაღლის შეზღუდვის რეჟიმი;
· დაბრკოლება – ყველა უძრავი ან/და მოძრავი ობიექტი ან მათი ნაწილები, რომელიც განლაგებულია აეროდრომის სამიმოსვლო არეში [სამუშაო მოედანზე], კვეთს აეროდრომის დაცვის არის [აეროდრომის რაიონის] ზედაპირს ან მდებარეობს ამ ზედაპირის მიღმა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს საფრთხეს ჰაერნაოსნობისათვის;
· ნიშანდება – საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული ობიექტის შემჩნევადობის ასამაღლებლად გამოყენებული საშუალება, რომელიც მოიცავს ობიექტის შეღებვას, მომნიშვნელს, ალმებით მონიშვნას, შუქ გადაღობვას ან მათ კომბინაციას.“
ახალი ბრძანებით გაუქმდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მაისის ბრძანება, რომლითაც ანალოგიური წესი იყო დამტკიცებული.
ახალ წესში აღნიშნულია, რომ „იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება აეროდრომის დაცვის არის შიდა ჰორიზონტალური და კონუსური ზედაპირების პარამეტრების მოდიფიცირება, სააერნაოსნო კვლევის პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში ერთვებიან „სააერნაოსნო კვლევის ჩატარების წესით“ გათვალისწინებული მხარეები.“
აღსანიშნავია, რომ სააერნაოსნო კვლევის ჩატარება დაგეგმილია მაგალითად, ს აეროპორტში.
ს აეროდრომის დაცვის არეში მაქსიმალური დასაშვები დაბრკოლებების სიმაღლეების განსაზღვრისათვის სააერნაოსნო კვლევისა და სხვა მომსახურების შესყიდვაზე“ სახელმწიფო შპს „საქაერონავიგაციას“ ტენდერი აქვს გამოცხადებული.
„არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირი მნიშვნელოვნად ზღუდავს [ბათუმის] ურბანულ განვითარებას… საჭიროა ამ ზედაპირების ხელახალი შეფასება…“ – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში. batumelebi.netgazeti.ge