ვინ ახშობს ფეხბურთელების კრიტიკულ ხმას?

ისტორიული ევრო 2024-ისთვის მზადების ფარგლებში, ბოლო საკონტროლო მატჩში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, პოდგორიცაში, ძალიან დამაჯერებლად 3-1 დაამარცხა, მასპინძელი მონტენეგროს ნაკრები, რომელთანაც ქართველებს აქამდე არ მოეგოთ. გოლები საქართველოს მაისურით, ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ, ასევე შეცლაზე შემოსულმა ბუდუ ზივზივაძემ გაიტანეს.
ტელეკომპანია „იმედმა“, რომლის სარედაქციო პოლიტიკას მთლიანად „ოცნების“ ხელისუფლება აკონტროლებს, არხის ოფიციალურ „ფეისბუკის“ გვერდზე, შეცვლაზე შემოსული ბუდუ ზივზივაძის მიერ მესამე გოლის გატანა არ შეიმჩნია და კიტეიშვილი-მიქაუტაძის გოლების მსგავსად, ქარდზე არ გაიტანა. ეს ფანებმა მაშინვე შენიშნეს.
„ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია მით უმეტეს, როცა ტელევიზორში უყურებ… რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა. „ყოველთვის ვიძახდი, რომ მტერია და მაგას ყოველთვის ვიტყვი ნაწყვეტი ბუდუ ზუვზივაძის ინტერვიუდან, რომლის წაშლაც თავად მოითხოვა
მანამდე, საქართველოს ნაკრებისა და გერმანული „კარლსრუეს“ 30 წლის ფორვარდზე მიზანმიმართული ზეწოლა განხორციელდა. ზივზივაძე, რომელმაც 4 ივნისს „ჯაფარას პოდკასტში“ მკაცრად გააკრიტიკა „ოცნების“ ხელისუფლება „რუსული კანონის“ მიღების დროს, დემონსტრანტებზე ძალადობის გამო, აიძულეს, ამ კრიტიკული ვიდეოს წაშლა თავად მოეთხოვა.
„ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია მით უმეტეს, როცა ტელევიზორში უყურებ და ერთადერთი, რაც შეგიძლია შორიდან გააკეთო, მით უმეტეს ასეთი სტატუსი რომ გაქვს, სპორტსმენი ხარ, ამხელა შესაძლებლობა გაქვს…რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა.
ვიღაცეები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს აწყობდნენო. რაც არ უნდა პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდე წიხლებით არ უნდა ურტყამდე” – ამბობდა ბუდუ ზივზივაძე „ჯაფარას პოდკასტში“.
ინტერვიუში “კარლსრუეს” ფორვარდმა ზივზივაძემ, რომელსაც ეცვა მაისური წარწერით „ საქართველოა“ კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთი მტერია. „ყოველთვის ვიძახდი, რომ რუსეთი მტერია და მაგას ყოველთვის ვიტყვი.
დედაჩემიც აფხაზეთიდან დევნილია და გამოცდილი აქვს დედაჩემს ეს რუსეთის აგრესია. და, რა თქმა უნდა, დედაჩემიდანაც გამომდინარე. და ეგრეც რომ არ ყოფილიყო, ისედაც ვხედავთ, ახლა ში რასაც აკეთებენ და ჩვენთან, თუნდაც 2008 წელს რაც გააკეთეს. მაგ დროს შეიძლება ცოტა პატარა ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს. რუსეთი არა მარტო ჩვენთვის, თითქმის ყველასთვის მტერი სახელმწიფოა” – აღნიშნა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა.
5 ივნისს, ზივზივაძემ სრულიად მოულოდნელად „ჯაფარას პოდკასტსაც“ და სხვა მედიებსაც სთხოვა, რომ მისი ვრცელი ვიდეო ინტერვიუდან ხელისუფლების და რუსეთის კრიტიკა წაშლილიყო, ასევე წაშლილიყო ქარდები, რომელიც ამ ინტერვიუზე დაყრდნობით ათობით მედიამ გაავრცელა.
დედაჩემიც აფხაზეთიდან დევნილია და გამოცდილი აქვს დედაჩემს ეს რუსეთის აგრესია, ეგრეც რომ არ ყოფილიყო, ისედაც ვხედავთ, ახლა უკრაინაში რასაც აკეთებენ და ჩვენთან, თუნდაც 2008 წელს რაც გააკეთეს. რუსეთი არა მარტო ჩვენთვის, თითქმის ყველასთვის მტერი სახელმწიფოა ბუდუ ზივზივაძე
ფეხბურთელმა ეს თხოვნა, უმნიშვნელოვანეს შეკრებაზე მყოფი საქართველოს ნაკრების ინტერესებით ახსნა, რათა მისივე თქმით, თავიდან აეცილებინა „დამატებითი ემოციები და აჟიოტაჟი“. მედიის დიდმა ნაწილმა ეს თხოვნა გაითვალისწინა, თუმცა ზივზივაძის ინტერვიუს წაშლილი ნაწილი, სოციალურ ქსელში ვირუსულად მაინც გავრცელდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით კრიტიკული პოსტი აიღო.
აპრილში, “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე დემონსტანტების მხარდამჭერი პოსტი „ინსტაგრამზე“ ესპანური „ლევანტესა“ დანაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა გამოაქვეყნა, შემდეგ კი „ინსტაგრამი“ დროებით გააუქმა. ამასთან დაკავშირებით, „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ასევე ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მ განაცხადა, რომ „ქოჩორაშვილის მამა ნაცია“.
„აგენტების კანონი“ და მომიტინგეებზე ძალადობა ასევე ცალსახად დაგმეს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა: გიორგი ჩაკვეტაძემ, ჯაბა კანკავამ, გიორგი ქვილითაიამ, საბა ლობჟანიძემ და სხვებმა (კანონს ღიად მხარი მხოლოდ ირანის „პერსეპოლისში“ მოთამაშე გიორგი გველესიანმა დაუჭირა) თუმცა, ყველაზე დიდ წნეხში მაინც ბუდუ ზივზივაძე მოექცა. მან ზედიზედ სამჯერ თანმიმდევრულად გააკრიტიკა ხელისუფლება, თუმცა ბოლოს კრიტიკის წაშლა მანაც მოითხოვა.
„ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ასევე ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე უარყოფს, რომ პოლიტიკური პოზიციის გამო, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე ხელისუფლების მხრიდან ფარული და აშკარა ზეწოლა მიმდინარეობს.