ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც გუშინ თქვა, რომ “საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, რადგან ის ჯერ მზად არ არის ამისთვის”.
“დეკემბერში ღარიბაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იზეიმა და მას გამარჯვება უწოდა. 4 თვის შემდეგ ამბობს, რომ საქართველო არ არის მზად. კონკრეტულად ვინ არ არის მზად: ქართველი ხალხი თუ ქართული ოცნება? პასუხი ნათელია.
საქართველო იღებს რუსული სტილის კანონებს მაშინ, როდესაც პროევროპული ხალხი ქუჩებში პროტესტს აწყობს”, – წერს კუბილიუსი.
17 აპრილს, ქართლმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15 აპრილიდან თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.