ვინ არის წარმოშობით ლიბანელი ილიას აზარი და რას საქმიანობს ის საბერძნეთში -“ძალიან სიმპათიური, ჯანსაღი აზროვნების ადამიანი იყო… გავთხოვდი და ჯოჯოხეთის შემდეგი ეტაპი დაიწყო…” – Marao
ნინა წკრიალაშვილის ბოლო ინტერვიუს, როცა მან ლელა წურწუმიასთან საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა,საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი მოჰყვა. როგორც ცნობილია, ის 5 წლის წინ საცხოვრებლად საბერძნეთში წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მშვიდი ცხოვრების გასაგრძელებლად მიიღო, რთული პერიოდის გავლა მოუწია. ნინას ფსიქოლოგიურ პრობლემებს პარტნიორთან დაძაბული ურთიერთობაც დაემატა.
როგორც ნინა წკრიალაშვილმა ლელა წურწუმიასთან საუბრისას აღნიშნა, მისი პარტნიორი ურთიერთობის დასაწყისში თვეში რამდენიმე დღეს საქართველოში ატარებდა, ზოგჯერ კი მას ნინა აკითხავდა საბერძნეთში. მათი ურთიერთობა მშვიდი და ჰარმონიული იყო, როცა, ერთ დღესაც, ნინამ მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ საბერძნეთში წასულიყო და პარტნიორთან ერთად გაეგრძელებინა ცხოვრება.
ნინა იხსენებს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე პარტნიორი გააფრთხილა, რომ მას სახლის საქმეების კეთება და სამზარეულოში საქმიანობა დიდად არ ხიბლავდა, თუმცა ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. მოგვიანებით კი ყველაფერი შეიცვალა და ნინა საბერძნეთში ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. განშორება ორ წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა, თუმცა ნინამ თქვა, რომ ისინი კვლავ ერთად არიან.
“გავთხოვდი, საერთოდ არ ვაპირებდი გათხოვებას. მაგრამ აღარ შემეძლო ქართული საუბრები, რა გაცვია, ვინ დაგირეკა და ა.შ. ძალიან სიმპათიური, ჯანსაღი აზროვნების ბოიფრენდი მყავდა. ხან ის ჩამოდიოდა თვეში 4-5 დღით, ხან მე მივდიოდი. ჯანსაღი ურთიერთობა მქონდა, რომელიც თან გახალისებს. საერთოდ არ მიფიქრია გათხოვებაზე. ჩამოვიდა ერთხელ, არ მინდოდა გათხოვება. მეორედ ჩამოვიდა და წავედი, იმიტომ, რომ აქ არ შემეძლო არაფერი. არ ვლაპარაკობდი, იმიტომ რომ საკუთარი ხმა მაღიზიანებდა. ფაქტობრივად, შერყეული ფსიქიკით წავედი.
გავთხოვდი და ჯოჯოხეთის შემდეგი ეტაპი დაიწყო… მანამდე დამავიწყდა მეთქვა, რომ ორი თვე ვიყავი აბსოლუტურად გათიშული. დღე-ღამეში, ფაქტობრივად, 14 -15 საათს მეძინა, იმიტომ, რომ ვიღვიძებდი, ვტიროდი, ღმუილის ხმა მქონდა. არ ვიცი ეს ტკივილი რას შევადარო. საკუთარი თავი რომ გეცოდება, ეს არის ყველაზე ცუდი შეგრძნება… მოკლედ, ამ ყველაფერს გავექეცი და წავედი საბერძნეთში. ილიასმა იცის, რომ ძალიან ცუდად ვალაგებ, საჭმლის კეთება კი ვიცი, მაგრამ მეზარება. წინასწარ მითხრა, რომ ეს პრობლემა არ იქნებოდა.
ჩავედით და ითხოვდა, რომ გვქონოდა სადილები. მეგონა, რომ ხუმრობდა, მაგრამ ვაკეთებდი, დედაჩემმა სვანური მარილი გამომიგზავნა, რომელსაც ყველაფერს ვაყრიდი და ყველაფერი გემრიელი გამოდიოდა. მეუბნებოდა, რომ ცუდად ვალაგებდი.
მე დიდი იმედები არ მქონდა, მასთან დაკავშირებით, უბრალოდ მინდოდა მშვიდად ვყოფილიყავი, მაგრამ დაიწყო ჯოჯოხეთის შემდეგი ეტაპი. ვეკითხებოდი, რატომ მეჯიბრები-მეთქი, მაგრამ პასუხიც არ ჰქონდა. მე კაცებს ბევრ უფლებას ვაძლევ ხოლმე და ვენაცვალე იმ ქალებს, რომლებსაც ხელში ჰყავთ ქმრები და რასაც უნდა, იმას აკეთებინებენ. მე ყველას ზედ ვყვები და მერე უნდათ, რომ დამლაგებელი ვიყო. ის გახდა ისეთი, როგორიც არ არის. მე ისევ ჩავწექი და დაიწყო კარანტინი და გაუსაძლისი იყო ყველაფერი” – იხსენებდა ნინა კრიალაშვილი.
ილიას აზარი წარმოშობით ლიბანიდანაა, თუმცა საბერძნეთში ცხოვრობს და სატელევიზიო სფეროში საქმიანობს.
ნინა ამჟამად საქართველოში იმყოფება, დროს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ატარებს და აპირებს, რომ საკუთარი გეგმები სამშობლოშიც განახორციელოს.