ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია:
“ახალი მოქალაქის” შექმნის წინააღმდეგ, ხელისუფლებამ განმარტოს, რომელი “მოქალაქის” მოდიფიცირებას გეგმავს, ვინ არის მისთვის სასურველი “ძველი” მოქალაქე?
× 37-იან წლებში ერთმანეთს ანონიმური წერილებით რომ ახვრეტინებდნენ, ისეთი?
× 50-იანებში სტალინის კულტზე რომ ლოცულობდნენ, ისეთი?
× 70-80-იანებში კომკავშირის და კომპარტიის წევრები რომ იყვნენ, “დიდება ლენინს და დიდება სტალინს” რომ იძახდნენ, ისეთი?
× 90-იანებში საკუთარ თანამოქალაქეებს რომ ხოცავდნენ კიტოვანის და იოსელიანის ორგანიზებით, ისეთი?
× 2000-იანებში ციხეებში თუ გარეთ პოლიციელები ადამიანებს რომ არბევდნენ, ხოცავდნენ, ისეთი?
და ა.შ.
რომლის მოდელს იღებს ხელისუფლება?
ფუტურო ხის მსგავს დისკურსს რომ გვახვევენ და რას ლაპარაკობენ, თავადაც არ იციან, განმარტონ როგორია სანიმუშო მოქალაქე და მერე სწორედაც მივხვდებით ყველა, რომ ჩვენ არ ვართ სანიმუშო მოქალაქეები და სანიმუშო, წესიერი, ზნეობრივი და ტოლერანტი მოქალაქე სწორედაც რომ შესაქმნელია.